
გამოსვლა 6:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ესენი არიან თავ-თავიანთ მამისსახლთა უფროსები: რეუბენის ძენი, ისრაელის პირმშოსი: ხანოქი, ფალუ, ხეცრონი და მარმი. ესენია რეუბენის საგვარეულოები.
გამოსვლა 6:14 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 6:14 კონტექსტში
6:12ილაპარაკა მოსემ უფლის წინაშე და თქვა: აჰა, არ მისმინეს ისრაელიანებმა. როგორღა მომისმენს ფარაონი, მე ხომ ენაბრგვილი ვარ?
6:13ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს და ათქმევინა ფარაონისთვის, ეგვიპტის მეფისთვის, რომ გაეშვა ისრაელიანები ეგვიპტის ქვეყნიდან.
6:14ესენი არიან თავ-თავიანთ მამისსახლთა უფროსები: რეუბენის ძენი, ისრაელის პირმშოსი: ხანოქი, ფალუ, ხეცრონი და მარმი. ესენია რეუბენის საგვარეულოები.
6:15სიმონის ძენი: იემუელი, იამინი, ოჰადი, იაქინი, ცოხარი და საული, ქანაანელი დედაკაცის შვილი. ესენია სიმონის საგვარეულოები.
6:16ესენია ლევის ძეთა სახელები თაობების მიხედვით: გერშონი, კეჰათი და მერარი. ლევის სიცოცხლის ხანი იყო ას ოცდაჩვიდმეტი წელი.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 6:14
- შესაქმე 46:9რეუბენის ძენი: ხანოქი, ფალუ, ხეცრონი და ქარმი.
- ნეშტთა შორისა ა 5:3რეუბენის, ისრაელის პირმშოს ძენი: ხანოქი, ფალლუ, ხეცრონი და ქარმი.
- რიცხვთა 26:5რეუბენი - ისრაელის პირმშო. რეუბენის ძენი: ხანოქი - ხანოქელთა საგვარეულო; ფალუსგან ფალუელთა საგვარეულო.
- რიცხვთა 26:7ეს არის რეუბენიანთა საგვარეულოები. მათი რიცხვი იყო ორმოცდასამიათას შვიდასოცდაათი.
- ნეშტთა შორისა ა 7:2თოლაყის ძენი: ყუზი, რეფაია, ირიელი, იახმაი, იაბხამი, სამუელი - თოლაყის მამისსახლის თავკაცები, თავიანთი მოდგმის მაგარი ვაჟკაცები. დავითის დროს მათი რიცხვი ოცდაორიათას ექვსასი იყო.
- იესო ნავეს ძე 14:1ეს არის, რაც დაიმკვიდრეს ისრაელიანებმა ქანაანის ქვეყანაში, რაც გაუნაწილეს მათ სამკვიდროებად ელეაზარ მღვდელმა, იესო ნავეს ძემ და ისრაელიანთა შტოების მამამთავრებმა.
- შესაქმე 49:3რეუბენ! პირმშო ხარ ჩემი, ძალი ჩემი და სათავე ჩემი კაცობისა! შეუდრეკელი და შეუპოვარი.
- შესაქმე 49:4ზღვასავით ბობოქრობ, არ აღზევდები, რადგან ახვედი მამის საწოლზე, მაშინ შებღალე ჩემი სარეცელი.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 6
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში