
გამოსვლა 8:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ უარს იტყვის გაშვებაზე, გომბეშოებით მოვწყლავ მთელ შენს ქვეყანას.
გამოსვლა 8:2 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 8:2 კონტექსტში
8:1და უთხრა უფალმა მოსეს: მიდი ფარაონთან და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი: გაუშვი ჩემი ხალხი, რათა თაყვანი მცენ.
8:2თუ უარს იტყვის გაშვებაზე, გომბეშოებით მოვწყლავ მთელ შენს ქვეყანას.
8:3გომბეშოები აფუთფუთდებიან ნილოსში, ამოვლენ და შეესევიან შენს სახლს, შენს საძილე ოთახს, შენს საწოლს, შენს მორჩილთა სახლებს, შენს ხალხს, შენს თონეებსა და შენს ვარცლებს.
8:4შემოგახტებათ გომბეშოები თავად შენ, შენს ხალხს და ყველა შენს მორჩილს.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 8:2
- ფსალმუნები 78:45მიავლინა მათთან მწერნი, რომ დაეკბინათ ისინი და მყვარნი, რომ დაეღუპათ ისინი.
- გამოსვლა 9:2თუ უარს იტყვი მათ გაშვებაზე და კიდევ დააკავებ,
- გამოსვლა 7:14უთხრა უფალმა მოსეს: გული გაუქვავდა ფარაონს, უარს ამბობს ხალხის გაშვებაზე.
- გამოცხადება 16:13და ვიხილე ურჩხულის პირით, მხეცის პირით და ცრუ წინასწარმეტყველთა პირით გამომავალი სამი უწმინდური სული, გომბეშოს მსგავსი.
- გამოცხადება 16:14ესენი არიან ეშმაკთა სულები, რომლებიც ახდენენ სასწაულებს და გადიან მთელი ქვეყნიერების მეფეებთან, რათა თავი მოუყარონ მათ საბრძოლველად ყოვლისმპყრობელი ღმერთის დიად დღეს.
- ფსალმუნები 105:30აავსო მათი ქვეყანა ბაყაყებით, მეფეთა პალატებიც კი.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 8
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში