
გამოსვლა 9:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ უარს იტყვი მათ გაშვებაზე და კიდევ დააკავებ,
გამოსვლა 9:2 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 9:2 კონტექსტში
9:1უთხრა უფალმა მოსეს: წადი ფარაონთან და ელაპარაკე. ასე ამბობს-თქო უფალი, ებრაელთა ღმერთი: გაუშვი ჩემი ხალხი, რათა მემსახურონ.
9:2თუ უარს იტყვი მათ გაშვებაზე და კიდევ დააკავებ,
9:3დაჰკრავს უფლის ხელი შენს საქონელს, მინდვრად რომ გყავს - ცხენებს, სახედრებს, აქლემებს, ცხვარ-ძროხას. გაჩნდება საშინელი ჭირი.
9:4გამოარჩევს უფალი ისრაელიანთა საქონელს ეგვიპტელთა საქონელისაგან და არაფერი დაეხოცებათ ისრაელიანებს.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 9:2
- გამოსვლა 8:2თუ უარს იტყვის გაშვებაზე, გომბეშოებით მოვწყლავ მთელ შენს ქვეყანას.
- ფსალმუნები 7:11ღმერთი მართალი მსაჯულია და ღმერთი - რისხვის მფრქვეველი ყოველდღე.
- ფსალმუნები 7:12მახვილს გალესავს - თუ არ მორჯულდა, შვილდს მოზიდავს და დაუმიზნებს.
- რომაელთა მიმართ 2:8ხოლო მათ, ვინც ურჩობს და ჭეშმარიტებას კი არა, უსამართლობას ჰმორჩილებს, - გულისწყრომას და რისხვას.
- გამოსვლა 4:23გეუბნება, გაუშვიო ჩემი შვილი, რათა თაყვანი მცეს. თუ არ გაუშვებ, მოგიკლავ შვილს, შენს პირმშოს.
- ლევიანი 26:27თუ მაშინაც არ დამიგდებთ ყურს და გამიწევთ წინააღმდეგობას,
- ლევიანი 26:28მეც გამოვალ თქვენ წინააღმდეგ რისხვით და შვიდგზის დაგსჯით თქვენი ცოდვებისთვის.
- გამოსვლა 10:4თუ კიდევ იურჩებ და არ გაუშვებ ჩემს ერს, ხვალვე კალიას მივუსევ შენს სამფლობელოს.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 9
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში