
გამოსვლა 9:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მტვრად მოეფინება იგი მთელ ეგვიპტის ქვეყანას და ყვავილის მუწუკებად გამოეყრება კაცსა და პირუტყვს მთელ ეგვიპტის ქვეყანაში.
გამოსვლა 9:9 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 9:9 კონტექსტში
9:7გაგზავნა ამბის გასაგებად ფარაონმა და, აჰა, არც ერთი სული არ იყო დაღუპული ისრაელის საქონელში. გაისასტიკა გული ფარაონმა და არ გაუშვა ხალხი.
9:8უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: აიღეთ სავსე პეშვი ქურის ნაცარი და ცისკენ ააფრქვიოს მოსემ ფარაონის თვალწინ.
9:9მტვრად მოეფინება იგი მთელ ეგვიპტის ქვეყანას და ყვავილის მუწუკებად გამოეყრება კაცსა და პირუტყვს მთელ ეგვიპტის ქვეყანაში.
9:10აიღეს ქურის ნაცარი და წარუდგნენ ფარაონს. ააფრქვია მოსემ ნაცარი ცისკენ და გამოეყარა კაცსა და პირუტყვს ყვავილის მუწუკები.
9:11ვერაფერს გახდნენ გრძნეულები მოსესთან, რადგან გამონაყარი ჰქონდათ გრძნეულებსაც და მთელ ეგვიპტეს.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 9:9
- გამოცხადება 16:2წავიდა პირველი და დასთხია თავისი თასი ქვეყნად; და მოიწყლა სასტიკი და საზარელი წყლულებით ხალხი, რომელსაც ჰქონდა მხეცის ნიშანი და თაყვანს სცემდა მის ხატს.
- მეორე სთვლისაება 28:27მოგწყლავს უფალი ეგვიპტური ყვავილით, ბუგრით, მუნით და ქეცით, რომლისაგანაც არ იქნება განკურნება.
- იობი 2:7გავიდა სატანა უფლისაგან და შეჰყარა იობს საშინელი ქეცი ფეხის ტერფიდან თხემამდე.
- მეორე სთვლისაება 28:35დაგიწყლულებს უფალი მუხლებს და წვივებს განუკურნებლად, ტერფიდან თხემამდე.
- ლევიანი 13:18თუ სხეულზე, კანზე გამოაჩნდება გამონაყარი და მოუშუშდება,
- ლევიანი 13:20გასინჯავს მას მღვდელი და თუ ეს აღმოჩნდა კანქვეშ და თმაც გათეთრებული აქვს, მღვდელი მას უწმიდურად სცნობს. ეს კეთრის წყლულია, გამონაყარზეა გაფურჩქნული.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 9
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში