
ეზექიელი 1:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ფერსოები მათი მაღალი და საშინელი იყო, ოთხივე ფერსო ირგვლივ თვალებით იყო სავსე.
ეზექიელი 1:18 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 26 აპრილი, 2027, დიდი და წმინდა ორშაბათი (მეექვსე ჟამი).
ეზექიელი 1:18 კონტექსტში
1:16იაგუნდს ჰგავდნენ შესახედაობით და ნაკეთობით ეს ბორბლები და ერთი სახე ჰქონდა ოთხივეს; ისე იყო ნაკეთები, თითქოს ბორბალი ბორბალში ყოფილიყო ჩასმული.
1:17მოძრაობისას ოთხივე მხრისკენ მოძრაობდნენ, მოძრაობისას არ ტრიალდებოდნენ.
1:18ფერსოები მათი მაღალი და საშინელი იყო, ოთხივე ფერსო ირგვლივ თვალებით იყო სავსე.
1:19ცხოველთა მოძრაობისას ბორბლებიც მოძრაობდნენ მათ გვერდით; როცა ცხოველები მიწიდან აიწევდნენ, ბორბლებიც იწევდნენ.
1:20საითკენაც სული გასწევდა, იქით მიდიოდნენ; სული გასწევდა და ბორბლებიც აიწეოდნენ მათთან ერთად, რადგან ცოცხალი სული ედგა ბორბლებს.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 1:18
- ეზექიელი 10:12მთელი მათი ტანი, მთელი მათი ზურგი, ყველა მათი ფრთა და ბორბლები ირგვლივ სავსე იყო თვალებით, ბორბლები ოთხივე მათგანისა.
- გამოცხადება 4:6ტახტის წინ თითქოს მინის ზღვა იყო, მსგავსი ბროლისა, ტახტის შუა და ტახტის ირგვლივ კი - ოთხი ცხოველი, წინიდანაც და უკნიდანაც თვლებით სავსენი.
- გამოცხადება 4:8ამ ოთხი ცხოველიდან თითოეულს ექვსი ფრთა ესხა, შიგნიდან თვლებით სავსენი. არც დღისით და არც ღამით არა აქვთ მოსვენება, არამედ ღაღადებენ: წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი, რომელიც იყო, არის და მოვა.
- იობი 37:22ჩრდილოეთიდან მოდის ნათება, საშინელია ღვთის ირგვლივ ბრწყინვალება!
- იობი 37:24ამიტომაც მისი ეშინია ხალხს; ბრძენებს ის არად აგდებს.
- იგავესნი 15:3ყველგან უფლის თვალებია, ხედავენ უკეთურებს და კეთილებს.
- ფსალმუნები 97:2ღრუბელი და ნისლია მის ირგვლივ; სიმართლით და განსჯით არის წარმართული მისი ტახტი.
- ფსალმუნები 97:5მთები ცვილივით დადნებიან უფლის პირისაგან, მთელი ქვეყნიერების უფლის პირისაგან.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 1
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში