
ფსალმუნი 97:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ღრუბელი და ნისლია მის ირგვლივ; სიმართლით და განსჯით არის წარმართული მისი ტახტი.
ფსალმუნი 97:2 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 97:2 კონტექსტში
97:1უფალი მეფობს, ილხინოს ქვეყნიერებამ; გაიხარონ უამრავმა კუნძულებმა.
97:2ღრუბელი და ნისლია მის ირგვლივ; სიმართლით და განსჯით არის წარმართული მისი ტახტი.
97:3ცეცხლი იარება მის წინაშე და ედება ირგვლივ მის მტრებს.
97:4გაანათებენ მისი ელვები სამყაროს, ნახავს და შეშინდება ქვეყანა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 97:2
- ფსალმუნები 89:14სიმართლე და მართლმსაჯულებაა შენი ტახტის საფუძველი, წყალობა და ჭეშმარიტება წინ გეგებებიან.
- გამოსვლა 19:9უთხრა უფალმა მოსეს: აჰა, გამოგეცხადები ზრქელ ღრუბელში, რათა მოისმინოს ერმა ჩემი ლაპარაკი შენთან, და სამუდამოდ გერწმუნოს. ამცნო მოსემ უფალს ხალხის ნათქვამი.
- იგავესნი 16:12ბოროტის ქმნა მეფეთათვის სიბილწეა, რადგან ტახტი სიმართლით მტკიცდება.
- ებრაელთა მიმართ 1:8ძეზე კი: „ტახტი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე, და კვერთხი სიმართლისა - შენი სუფევის კვერთხი“.
- ებრაელთა მიმართ 1:9„შეიყვარე სიმართლე და მოიძულე ურჯულოება, ამიტომაც გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა სიხარულის ზეთი უფრო უხვად, ვიდრე შენს თანაზიართ“.
- ფსალმუნები 99:4და სიძლიერეს მეფისას სამართალი უყვარს; შენ დაამკვიდრე სისწორე; სამართალი და სიმართლე შენ სრულჰყავი იაკობში.
- შესაქმე 18:25არ ეგების შენგან ეს საქმე, რომ მოაკვდინო მართალი ბოროტეულთან ერთად და არ იყოს გარჩევა მართალსა და ბოროტეულს შორის. არ ეგების! არ იქნება, რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა სამართლიანად არ განსაჯოს.
- მეორე სთვლისაება 4:11თქვენც მიუახლოვდით და მთის ძირას დადქით. მთას ცეცხლის ალი ასდიოდა ცის გულამდე. იდგა წყვდიადი, ღრუბელი და ნისლი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 97
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 97 · გახსენი ბიბლიის მკითხველში