
ეზექიელი 10:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გასვლისას გაშალეს ფრთები ჩემს თვალწინ ქერუბიმებმა და აიმართნენ მიწიდან ბორბლებითურთ მათ გვერდით; შედგნენ უფლის სახლის აღმოსავლეთ კარიბჭეში შესასვლელთან და ისრაელის ღმერთის დიდება იყო მაღლა, მათ ზემოთ.
ეზექიელი 10:19 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 10:19 კონტექსტში
10:17დადგომისას ისინიც იდგნენ, აწევისას ისინიც აიწეოდნენ მათთან ერთად, რადგან ცოცხალი სული იყო მათში.
10:18გასცილდა უფლის დიდება სახლის ზღურბლს და ზედ დაადგა ქერუბიმებს.
10:19გასვლისას გაშალეს ფრთები ჩემს თვალწინ ქერუბიმებმა და აიმართნენ მიწიდან ბორბლებითურთ მათ გვერდით; შედგნენ უფლის სახლის აღმოსავლეთ კარიბჭეში შესასვლელთან და ისრაელის ღმერთის დიდება იყო მაღლა, მათ ზემოთ.
10:20ეს ის ცოცხალი არსებანი იყვნენ, რომლებიც ვიხილე ისრაელის ღმერთის ქვეშ მდინარე ქებარის პირას, და მივხვდი, რომ ქერუბიმები იყვნენ.
10:21თითოეულს ოთხ-ოთხი სახე ჰქონდა და ოთხ-ოთხი ფრთა თითოეულს, და ადამიანის ხელისმაგვარი რამ ფრთებქვეშ.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 10:19
- ეზექიელი 1:26ცამყარს ზემოთ, მათ თავზე რომ იყო გადაჭიმული, რაღაც ტახტის მაგვარი რამ იდგა, თითქოს საფირონისგან ნაკეთები; ხოლო ამ ტახტისმაგვარზე სახით ადამიანისმაგვარი რამ იჯდა.
- ეზექიელი 1:28როგორც ცისარტყელა ჩანს ღრუბლებში წვიმიან დღეს, ასე ჩანდა ეს ნათება ირგვლივ; უფლის დიდების მსგავსი იყო ეს ხილვა. ვიხილე და პირქვე დავემხე, და მომესმა ხმა მეტყველისა.
- ეზექიელი 11:22გაშალეს ქერუბიმებმა ფრთები და ბორბლებიც მათ გაუსწორდა, და ისრაელის ღმერთის დიდება იყო მაღლა, მათ ზემოთ.
- ეზექიელი 11:23აიმართა უფლის დიდება ქალაქიდან და დაადგა მთას ქალაქის აღმოსავლეთით რომ არის.
- ეზექიელი 11:1ამიტაცა სულმა და მიმიყვანა უფლის სახლის აღმოსავლეთ კარიბჭესთან, რომელიც აღმოსავლეთისკენ იყურება. და, აჰა, კარიბჭის შესასვლელთან ოცდახუთი კაცია და დავინახე მათ შორის იაზანია ყაზურის ძე და ფელატიაჰუ ბენაიაჰუს ძე - ხალხის მთავრები.
- ეზექიელი 1:17მოძრაობისას ოთხივე მხრისკენ მოძრაობდნენ, მოძრაობისას არ ტრიალდებოდნენ.
- ეზექიელი 1:21მათი მოძრაობისას ესენიც მოძრაობდნენ, მათი გაჩერებისას ესენიც ჩერდებოდნენ; მათი მიწიდან აწევისას ბორბლებიც იწეოდნენ მათ სისწორეზე, რადგან ცხოველი სული ედგა ბორბლებს.
- ეზექიელი 43:4უფლის დიდება შევიდა ტაძარში იმ კარიბჭით, აღმოსავლეთისკენ რომ არის მიქცეული.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 10
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში