
ეზექიელი 10:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ეს ის ცოცხალი არსებანი იყვნენ, რომლებიც ვიხილე ისრაელის ღმერთის ქვეშ მდინარე ქებარის პირას, და მივხვდი, რომ ქერუბიმები იყვნენ.
ეზექიელი 10:20 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 10:20 კონტექსტში
10:18გასცილდა უფლის დიდება სახლის ზღურბლს და ზედ დაადგა ქერუბიმებს.
10:19გასვლისას გაშალეს ფრთები ჩემს თვალწინ ქერუბიმებმა და აიმართნენ მიწიდან ბორბლებითურთ მათ გვერდით; შედგნენ უფლის სახლის აღმოსავლეთ კარიბჭეში შესასვლელთან და ისრაელის ღმერთის დიდება იყო მაღლა, მათ ზემოთ.
10:20ეს ის ცოცხალი არსებანი იყვნენ, რომლებიც ვიხილე ისრაელის ღმერთის ქვეშ მდინარე ქებარის პირას, და მივხვდი, რომ ქერუბიმები იყვნენ.
10:21თითოეულს ოთხ-ოთხი სახე ჰქონდა და ოთხ-ოთხი ფრთა თითოეულს, და ადამიანის ხელისმაგვარი რამ ფრთებქვეშ.
10:22მათი სახეები იმათი სახეების მსგავსი იყო, რომლებიც ვიხილე მდინარე ქებარის პირას, მათი შესახედაობაც და თავად ისინიც. თითოეული თავისი პირისახის მიმართულებით მიდიოდა.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 10:20
- ეზექიელი 1:1ოცდამეათე წელს, მეოთხე თვის მეხუთე დღეს, როცა ტყვეთა შორის ვიმყოფებოდი მდინარე ქებარის პირას, გაიხსნა ცა და ვიხილე ღვთიური ხილვები.
- ეზექიელი 10:15აღიმართნენ ქერუბიმები; ესენი ცოცხალი არსებები იყვნენ, რომლებიც მდინარე ქებარის პირას ვიხილე.
- ეზექიელი 1:5მის შიგნით ჩანდა ოთხი ცხოველი, რომელთაც ადამიანის სახე ჰქონდათ;
- ეზექიელი 3:23ავდექი და გავედი ველზე, და, აჰა, დგას იქ უფლის დიდება იმ დიდების მსგავსი, რომელიც მდინარე ქებარის პირას ვიხილე. და პირქვე დავემხე.
- ეზექიელი 1:22ცხოველთა თავებს ზემოთ თითქოს ბროლის ცა იყო, გასაოცებელი, მათ თავებს ზემოთ გადაჭიმული, მაღალზე.
- ეზექიელი 1:28როგორც ცისარტყელა ჩანს ღრუბლებში წვიმიან დღეს, ასე ჩანდა ეს ნათება ირგვლივ; უფლის დიდების მსგავსი იყო ეს ხილვა. ვიხილე და პირქვე დავემხე, და მომესმა ხმა მეტყველისა.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 10
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში