
ეზექიელი 10:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხმა ქერუბიმთა ფრთებისა გარეთა ეზომდე აღწევდა, როგორც ხმა ყოვლადძლიერისა, როცა ლაპარაკობს იგი.
ეზექიელი 10:5 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 10:5 კონტექსტში
10:3ქერუბიმები სახლის მარჯვენა მხარეს იდგნენ, როცა შევიდა კაცი და ღრუბელმა აავსო შიდა ეზო.
10:4ასცილდა უფლის დიდება ქერუბიმებს და გაემართა სახლის ზღურბლისკენ, და აივსო სახლი ღრუბლით, ეზო კი სავსე იყო უფლის დიდების ნათებით.
10:5ხმა ქერუბიმთა ფრთებისა გარეთა ეზომდე აღწევდა, როგორც ხმა ყოვლადძლიერისა, როცა ლაპარაკობს იგი.
10:6როცა უბრძანა სელით შემოსილ კაცს და უთხრა: აიღე ცეცხლი ბორბლებს შორის, ქერუბიმთა შორისო, და ისიც შევიდა და ბორბალთან დადგა,
10:7მაშინ, გაიწოდა ხელი ერთმა ქერუბიმმა ქერუბიმთაგან ცეცხლისკენ, რომელიც ქერუბიმთა შორის იყო, აიღო და ჩაუდო პეშვში სელით შემოსილს. მანაც აიღო და გავიდა.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 10:5
- ეზექიელი 1:24როცა მოძრაობდნენ, მესმოდა მათი ფრთების ხმა, როგორც დიდი ნიაღვრების ხმა, როგორც ხმა ყოვლადძლიერისა, როგორც ხმა ამბოხისა, ხმა საბრძოლო ბანაკისა; როცა დადგებოდნენ, ეშვებოდა მათი ფრთებიც.
- იობი 40:9იქნებ ღვთისდარი მკლავი გაქვს და მისი ხმით გრგვინვა შეგიძლია?
- გამოსვლა 19:19თანდათან ძლიერდებოდა საყვირის ხმა; ლაპარაკობდა მოსე და ეხმიანებოდა ღმერთი.
- ნეშტთა შორისა ბ 4:9გააკეთა მღვდელთა ეზო, დიდი ეზო, ეზოს კარები და სპილენძით მოჭედა მათი კარები.
- იობი 37:2უსმინეთ, კარგად უსმინეთ გრგვინვაში მის ხმას და ქუხილს, მისი პირიდან გამომავალს!
- იობი 37:5გრგვინავს ღმერთი თავის საკვირველ ხმაზე, ქმნის სიდიადეთა, რომელთა შეცნობა ჩვენ არ ძალგვიძს;
- გამოსვლა 20:18ხედავდა მთელი ერი ჭექა-ქუხილს, ცეცხლის ალს, საყვირის ხმას და აკვამლებულ მთას; დაინახა ხალხმა, შიშით უკუიქცა და მოშორებით დადგა.
- გამოსვლა 20:19უთხრეს მოსეს: შენ გველაპარაკე და მოგისმენთ; ოღონდ ღმერთი ნუ დაგველაპარაკება, თორემ დავიხოცებით.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 10
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში