
იობი 40:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იქნებ ღვთისდარი მკლავი გაქვს და მისი ხმით გრგვინვა შეგიძლია?
იობი 40:9 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 40:9 კონტექსტში
40:7შემოისარტყლე წელი მამაკაცურად, შეგეკითხები და გამაგებინე:
40:8გინდა გააუქმო ჩემი სამართალი, გამამტყუნო, რომ თავად გამართლდე?
40:9იქნებ ღვთისდარი მკლავი გაქვს და მისი ხმით გრგვინვა შეგიძლია?
40:10აბა, შეიმკე დიდებით და სიდიადით! აბა, შეიმოსე ნათელი და შარავანდი!
40:11აბა, გადმოაფრქვიე შენი რისხვის ცეცხლი! დახედე განდიდებულს და დააკნინე!
პარალელური ადგილები: იობი 40:9
- ფსალმუნები 89:13შენია მკლავი მაგარი; გააძლიერე ხელი შენი, მოამაღლე მარჯვენა შენი.
- იობი 37:4მის მერე დაიქუხებს, დაიგრიალებს დიდებულ ხმაზე და არ შეწყვეტს ელვას, როცა ისმის მისი ქუხილი.
- იობი 37:5გრგვინავს ღმერთი თავის საკვირველ ხმაზე, ქმნის სიდიადეთა, რომელთა შეცნობა ჩვენ არ ძალგვიძს;
- კორინთელთა მიმართ ა 10:22ნუთუ შურს აღვუძრავთ უფალს? განა მასზე ძლიერნი ვართ?
- ფსალმუნები 89:10შენ განართხე რაჰაბი, როგორც განგმირული; შენი ძლიერი მკლავით გაფანტე შენი მტრები.
- გამოსვლა 15:6შენი მარჯვენა, უფალო, განთქმულია ძალით; შენი მარჯვენა, უფალო, ლეწავს შენს მტრებს.
- ფსალმუნები 29:3ხმა უფლისა წყლებზე; დიდების ღმერთმა დაიგრგვინა; უფლის (ხმა იყო) მრავალ წყალზე.
- ფსალმუნები 39:3გახურდა გული ჩემი ჩემს შიგნით, ჩემს აზრებში ცეცხლი აღეგზნო; ვიწყე ლაპარაკი ჩემი ენით:
განაგრძე კითხვა: იობი 40
სრულად წაიკითხე: იობი 40 · გახსენი ბიბლიის მკითხველში