
ეზექიელი 12:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხარი, ნიშნად ვარ-თქო თქვენთვის; როგორც მე ვიქცევი, ისე დაემართებათ მათ: ყარიბობაში, ტყვეობაში წავლენ-თქო.
ეზექიელი 12:11 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 12:11 კონტექსტში
12:9ადამის ძევ! ხომ არ უკითხავს შენთვის ისრაელის სახლს, ურჩთა სახლს, ამას რას აკეთებო?
12:10უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ეს განაჩენი ეხება მთავარს იერუსალიმში და მთელ ისრაელის სახლს, ვინც იქ არის.
12:11უთხარი, ნიშნად ვარ-თქო თქვენთვის; როგორც მე ვიქცევი, ისე დაემართებათ მათ: ყარიბობაში, ტყვეობაში წავლენ-თქო.
12:12მთავარი, რომელიც მათ შორის არის, ტვირთს აიკიდებს ზურგზე ბნელში და გავა; კედელს გაანგრევენ, რომ გაიყვანონ; სახეს დაიფარავს, რომ ვეღარ იხილოს მისმა თვალმა ეს ქვეყანა.
12:13მოვისვრი მასზე ჩემს სათხეველს და გაებმება ჩემს მახეში: წავიყვან ბაბილონში, ქალდეველთა ქვეყანაში, მაგრამ ვერ იხილავს მას, თუმცა იქ მოკვდება.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 12:11
- იერემია 52:15ერის ღატაკთაგანნი, ერის დანაშთომი, რომელიც ქალაქში დარჩა, ბაბილონის მეფის მხარეზე გადასულნი და დანარჩენი სიმრავლე ხალხისა გადაასახლა ნებუზარადანმა ქონდაქართუხუცესმა.
- იერემია 15:2თუ გკითხეს: სად წავიდეთო? მიუგე: ასე თქვა უფალმა: ვისაც შავი ჭირი უწერია - შავი ჭირისკენ, ვისაც მახვილი - მახვილისკენ, ვისაც შიმშილი - საშიმშილოდ, ვისაც ტყვეობა - ტყვეობაში.
- იერემია 52:28აჰა, ხალხი, რომელიც გადაასახლა ნაბუქოდონოსორმა: მეშვიდე წელს სამიათას ოცდასამი იუდაელი.
- იერემია 52:30ნაბუქოდონოსორის ოცდამესამე წელს გადაასახლა ნებუზარადან ქონდაქართუხუცესმა შვიდასორმოცდახუთი სული იუდაელი; სულ ორმოციათას ექვსასი სული.
- ეზექიელი 12:6მათ თვალწინ ზურგზე აიკიდე შენი ტვირთი და ბნელში გაიტანე; სახე დაფარული გქონდეს, რომ არ უყურებდე მიწას, რადგან ნიშნად დამიდგენიხარ ისრაელის სახლისთვის.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 12
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში