გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ეზექიელი 12:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ეზექიელი 12:6

მათ თვალწინ ზურგზე აიკიდე შენი ტვირთი და ბნელში გაიტანე; სახე დაფარული გქონდეს, რომ არ უყურებდე მიწას, რადგან ნიშნად დამიდგენიხარ ისრაელის სახლისთვის.

ეზექიელი 12:6 · საქართველოს საპატრიარქო

ეზექიელი 12:6 კონტექსტში

12:4გამოიტანე შენი ბარგი ყარიბის ბარგივით დღისით მათ თვალწინ, და გადი საღამოთი მათ თვალწინ საყარიბოდ გამსვლელთა მსგავსად.

12:5მათ თვალწინ გაანგრიე კედელი და ხვრელში გაიტანე.

12:6მათ თვალწინ ზურგზე აიკიდე შენი ტვირთი და ბნელში გაიტანე; სახე დაფარული გქონდეს, რომ არ უყურებდე მიწას, რადგან ნიშნად დამიდგენიხარ ისრაელის სახლისთვის.

12:7ისე მოვიქეცი, როგორც მებრძანა: გამოვიტანე ჩემი ბარგი ყარიბის ბარგივით დღისით, საღამოთი კი ჩემი ხელით გავანგრიე კედელი, ბნელში გავიტანე ბარგი და ზურგზე მოვიკიდე მათ თვალწინ.

12:8იყო უფლის სიტყვა დილით ჩემს მომართ ნათქვამი:

პარალელური ადგილები: ეზექიელი 12:6

განაგრძე კითხვა: ეზექიელი 12

სრულად წაიკითხე: ეზექიელი 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში