გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ეზექიელი 12:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ეზექიელი 12:23

ამიტომ უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: გავაუქმებ ამ ანდაზას და აღარ იანდაზებს ის ისრაელში; არამედ უთხარი: ახლოა ჟამი და ყოველი ხილვის აღსრულება-თქო;

ეზექიელი 12:23 · საქართველოს საპატრიარქო

ეზექიელი 12:23 კონტექსტში

12:21იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

12:22ადამის ძევ! ეს რა ანდაზა გაქვთ ისრაელის მიწაზე, ჟამი გაივლის და ყოველი ხილვა გაქარწყლდებაო?

12:23ამიტომ უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: გავაუქმებ ამ ანდაზას და აღარ იანდაზებს ის ისრაელში; არამედ უთხარი: ახლოა ჟამი და ყოველი ხილვის აღსრულება-თქო;

12:24რადგან არცერთი ხილვა ფუჭად არ ჩაივლის და არც მაცდუნებელი მისნობა ისრაელის სახლში;

12:25რადგან მე, უფალი, ვილაპარაკებ; რასაც ვილაპარაკებ, მოხდება, არ გადაიდება; რადგან თქვენს დღეებში, ურჩთა სახლო, ვილაპარაკებ სიტყვას და ავახდენ, ამბობს უფალი ღმერთი.

პარალელური ადგილები: ეზექიელი 12:23

განაგრძე კითხვა: ეზექიელი 12

სრულად წაიკითხე: ეზექიელი 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში