
ეზექიელი 7:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენ, ადამის ძევ! ასე ეუბნება უფალი ღმერთი ისრაელის მიწას: აჰა, აღსასრული! მოადგა აღსასრული ამ ქვეყნის ოთხივე კუთხეს!
ეზექიელი 7:2 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 7:2 კონტექსტში
7:1იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
7:2შენ, ადამის ძევ! ასე ეუბნება უფალი ღმერთი ისრაელის მიწას: აჰა, აღსასრული! მოადგა აღსასრული ამ ქვეყნის ოთხივე კუთხეს!
7:3ახლა აღსასრულია შენზე და მოგივლენ ჩემს რისხვას, განგსჯი შენს საქმეთაებრ და მთელ შენს სიბილწეებს თავზე დაგათევ.
7:4არ შეგიბრალებს ჩემი თვალი და არ დაგინდობ, რადგან შენ წინააღმდეგ მოვაქცევ შენს საქმეებს და შენი სიბილწეები შენთან იქნება; და მიხვდებით, რომ უფალი ვარ.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 7:2
- ამოსი 8:2მითხრა: რას ხედავ, ამოს? ვთქვი: მოწეული ხილით სავსე კალათას-მეთქი. მითხრა უფალმა: მოაწია ჩემი ერის, ისრაელის, ბოლომ. მეტს აღარ ვაპატიებ.
- ეზექიელი 7:3ახლა აღსასრულია შენზე და მოგივლენ ჩემს რისხვას, განგსჯი შენს საქმეთაებრ და მთელ შენს სიბილწეებს თავზე დაგათევ.
- პეტრეს ეპისტოლე ა 4:7თუმცა ახლოა ყოვლის აღსასრული; მაშ, იყავით გონიერნი და ლოცვებისთვის იფხიზლეთ.
- ამოსი 8:10დღესასწაულებს გლოვად გადაგიქცევთ და ყველა თქვენს სიმღერას გოდებად; ჯვალოს შემოგახვევთ წელზე და ყველა თავი გადაიპარსება; ავატირებ ქვეყანას, როგორც მხოლოდშობილზე ტირიან, და მწარე დღე იქნება მისი ბოლო!
- ეზექიელი 11:13როცა ეს ვიწინასწარმეტყველე, მოკვდა ფელატიაჰუ ბენაიას ძე და მე პირქვე დავემხე, შევღაღადე მაღალი ხმით და ვთქვი: ვაგლახ, უფალო ღმერთო! ნუთუ ბოლო უნდა მოუღო ისრაელის ნატამალს?
- ეზექიელი 7:5ასე ამბობს უფალი ღმერთი: უბედურება, ერთადერთი უბედურება, აჰა, მოდის!
- ეზექიელი 7:6აღსასრული დგება, დგება აღსასრული, თავზე გატყდება, აჰა, მოვიდა!
- გლოვა იერემიასი 4:18ზვერავდნენ ჩვენს ნაბიჯებს, ჩვენს ქუჩებში რომ არ გვევლო. მოაწია ჩვენმა ბოლომ, გასრულდა ჩვენი დღეები, დადგა ჩვენი ბოლო.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 7
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში