
ეზექიელი 12:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ისე მოვიქეცი, როგორც მებრძანა: გამოვიტანე ჩემი ბარგი ყარიბის ბარგივით დღისით, საღამოთი კი ჩემი ხელით გავანგრიე კედელი, ბნელში გავიტანე ბარგი და ზურგზე მოვიკიდე მათ თვალწინ.
ეზექიელი 12:7 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 12:7 კონტექსტში
12:5მათ თვალწინ გაანგრიე კედელი და ხვრელში გაიტანე.
12:6მათ თვალწინ ზურგზე აიკიდე შენი ტვირთი და ბნელში გაიტანე; სახე დაფარული გქონდეს, რომ არ უყურებდე მიწას, რადგან ნიშნად დამიდგენიხარ ისრაელის სახლისთვის.
12:7ისე მოვიქეცი, როგორც მებრძანა: გამოვიტანე ჩემი ბარგი ყარიბის ბარგივით დღისით, საღამოთი კი ჩემი ხელით გავანგრიე კედელი, ბნელში გავიტანე ბარგი და ზურგზე მოვიკიდე მათ თვალწინ.
12:8იყო უფლის სიტყვა დილით ჩემს მომართ ნათქვამი:
12:9ადამის ძევ! ხომ არ უკითხავს შენთვის ისრაელის სახლს, ურჩთა სახლს, ამას რას აკეთებო?
პარალელური ადგილები: ეზექიელი 12:7
- ეზექიელი 24:18დილით ხალხს ველაპარაკებოდი და საღამოხანს მოკვდა ჩემი ცოლი; მეორე დილით ისე მოვიქეცი, როგორც მებრძანა.
- ეზექიელი 37:7ვიწინასწარმეტყველე, როგორც მებრძანა. გაისმა ხმა, როცა წინასწარვმეტყველებდი და, აჰა, შეიქნა ზანზარი და ძვალი ძვალს მიედგა.
- ეზექიელი 37:10მეც ვიწინასწარმეტყველე, როგორც მიბრძანა, და შევიდა მათში სული და გაცოცხლდნენ; და წამოდგა ფეხზე დიდძალი ლაშქარი.
- ეზექიელი 12:3ამიტომ, ადამის ძევ, ყარიბივით გამოეწყვე და გადი საყარიბოდ დღისით, მათ თვალწინ; იყარიბე შენი ადგილიდან სხვა ადგილას მათ თვალწინ, ვინძლო დაინახონ, რომ ურჩთა სახლი არიან.
- იერემია 32:8მოვიდა ჩემთან ხანამიელი, ჩემი ბიძაშვილი, უფლის სიტყვისამებრ, საპატიმროში და მითხრა: იყიდე ყანა, ყანათოთში რომ მაქვს, ბენიამინის მხარეში, რადგან შენ გეკუთვნის მემკვიდრეობით და შენია გამოსყიდვის უფლება. იყიდე. მაშინ მივხვდი, რომ ეს უფლის სიტყვა იყო.
- იერემია 32:12და მივეცი ნასყიდობის წიგნი ბარუქ ნერიას ძეს, მახსეიას ძეს, ხანმიელის, ჩემი ბიძაშვილის თვალწინ, მოწმეების თვალწინ, რომელთაც ხელი მოაწერეს ნასყიდობის წიგნს, და ყველა იუდაელის თვალწინ, რომელნიც საპატიმროში ისხდნენ.
- მათეს სახარება 21:6მოწაფეები წავიდნენ და ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა მათ იესომ.
- მათეს სახარება 21:7მოჰგვარეს ვირი და ჩოჩორი, ზედ დაუფინეს თავიანთი სამოსი, და შეჯდა მათზე.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 12
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში