
ეზექიელი 16:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ცხვირზე ბეჭედი და ყურებზე საყურეები გაგიკეთე, მშვენების გვირგვინი დაგადგი თავზე.
ეზექიელი 16:12 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 16:12 კონტექსტში
16:10მოქარგულით შეგმოსე და თახაშის ტყავის ხამლები ჩაგაცვი, ზეზის სარტყელი შემოგარტყი და აბრეშუმი მოგახურე.
16:11სამკაულებით მოგრთე, ხელზე სამაჯურები და ყელზე შიბები შეგაბი.
16:12ცხვირზე ბეჭედი და ყურებზე საყურეები გაგიკეთე, მშვენების გვირგვინი დაგადგი თავზე.
16:13ოქროთი და ვერცხლით იყავი მორთული; ზეზი, აბრეშუმი და ნაქარგი სამოსელი გეცვა; გამტკიცული ფქვილი, თაფლი და ზეთი გქონდა საზრდოდ; გამშვენდი, დიდად გამშვენდი და სადედოფლო შეიქენი.
16:14გავარდა შენი სილამაზის სახელი ხალხებში, რადგან სრულქმნილი ჩანდი ჩემი დიდების გამო, რომლითაც შეგმოსე, ამბობს უფალი ღმერთი.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 16:12
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 16
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში