
ესაია 28:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იმ დღეს ცაბაოთ უფალი იქნება დიდების გვირგვინი და ბრწყინვალე ჯიღა თავისი ერის ნარჩომისათვის.
ესაია 28:5 · საქართველოს საპატრიარქო
ესაია 28:5 კონტექსტში
28:3ფეხით გაითელება ეფრემის მემთვრალეთა სიამაყის გვირგვინი!
28:4მისი დიდებული მშვენების დამჭკნარი ყვავილი სახიერი მინდვრების თავზე იქნება როგორც ნაადრევი ხილი, ზაფხულამდე მოუწევნელი, რომელსაც თვალს მოჰკრავს თუ არა მნახველი, ხელთ იგდებს და იმწამსვე ყლაპავს.
28:5იმ დღეს ცაბაოთ უფალი იქნება დიდების გვირგვინი და ბრწყინვალე ჯიღა თავისი ერის ნარჩომისათვის.
28:6და სამართლის სულად სამსჯავროში მჯდომელისთვის, ძლიერებად - მომხდურთა უკუმქცეველისათვის კარიბჭიდან.
28:7მაგრამ ესენიც ბარბაცებენ ღვინისაგან და ირხევიან თაფლუჭისგან; მღვდელი და ქადაგი ბარბაცებენ თაყლუჭისგან, ჩანთქმული ღვინით, ირხევიან თაფლუჭისგან, ბარბაცებენ ხილვების დროს, მერყეობენ სამართლის განკითხვისას.
პარალელური ადგილები: ესაია 28:5
- ესაია 62:3იქნები მშვენების შარავანდად უფლის ხელში და სამეფო გვირგვინად შენი ღვთის მარჯვენაში.
- ესაია 60:19დღისით მზე აღარ გექნება მნათობად და არც მთვარის ბრწყინვალება გაგინათებს: უფალი გეყოლება საუკუნო მნათობად და შენი ღმერთი - შენს დიდებად.
- პეტრეს ეპისტოლე ა 5:4და როცა მოვა სარდალი, დიდების უჭკნობ გვირგვინს მიიღებთ.
- რომაელთა მიმართ 11:5ამჯერადაც მადლისმიერი არჩევანით დარჩა ნატამალი.
- რომაელთა მიმართ 11:6მაგრამ თუ მადლის მიერ, უკვე არა საქმეთა მიერ, თორემ მადლი აღარაა მადლი.
- ფსალმუნები 90:16იხილონ შენმა მორჩილებმა შენი საქმენი და შენი ბრწყინვალება - მათმა შვილებმა.
- ფსალმუნები 90:17და იყოს კეთილმოსურნეობა უფლისა, ჩვენი ღმერთისა, ჩვენდამი, და საქმე ჩვენი ხელისა წარმართე ჩვენთვის, და საქმე ჩვენი ხელისა წარმართე.
- ესაია 41:16გაანიავებ და ქარი წაიღებს მათ, ქარიშხალი გაფანტავს; შენ კი გაიხარებ უფალში, ისრაელის წმიდაში განდიდდები.
განაგრძე კითხვა: ესაია 28
სრულად წაიკითხე: ესაია 28 · გახსენი ბიბლიის მკითხველში