
ეზექიელი 16:46 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენი უფროსი და სამარიელია და თავის ასულებთან ერთად შენ მარცხნივ ცხოვრობს; შენი უმცროსი და, შენ მარჯვნივ რომ ცხოვრობს, სოდომია თავის ასულებთან ერთად.
ეზექიელი 16:46 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 16:46 კონტექსტში
16:44აჰა, ყოველი მეიგავე იგავს გამოგითქვამს: რაც დედაა, ასულიც ის არისო.
16:45დედაშენის შვილი ხარ შენ, ქმარ-შვილის მოძულე დიაცის; და ხარ შენი დებისა, რომელთაც მოიძულეს თავიანთი ქმრები და შვილები; დედათქვენი - ხეთელია, მამათქვენი - ამორეველი.
16:46შენი უფროსი და სამარიელია და თავის ასულებთან ერთად შენ მარცხნივ ცხოვრობს; შენი უმცროსი და, შენ მარჯვნივ რომ ცხოვრობს, სოდომია თავის ასულებთან ერთად.
16:47მათი გზით არ გივლია და მათი სისაძაგლეები არ ჩაგიდენია, რადგან გეცოტავებოდა, და მათზე უარესად გაირყვენი ყველა შენს საქმეში.
16:48ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი ღმერთი, სოდომს, შენს დას, და მის ასულებს არ ჩაუდენიათ ის, რაც შენ და შენმა ასულებმა ჩაიდინეთ!
პარალელური ადგილები: ეზექიელი 16:46
- ეზექიელი 23:4მათი სახელები იყო - აჰოლა უფროსისა და აჰოლიბა მისი დისა. ჩემები იყვნენ და შვეს ვაჟები და ასულები. ეს არის მათი სახელები: აჰოლა სამარიაა და აჰოლიბა - იერუსალიმი.
- იერემია 3:8დაინახა, რომ გარყვნილების გამო გავუშვი განმდგარი ისრაელი და მივეცი გაყრის წიგნი, მაგრამ არ შეშინებია მოღალატე იუდას, მის დას, და ისიც საბოზაოდ წავიდა.
- იერემია 3:11მითხრა უფალმა: განდგომილი ისრაელი უფრო წრფელი გამოდგა, ვიდრე მოღალატე იუდა.
- ეზექიელი 16:48ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი ღმერთი, სოდომს, შენს დას, და მის ასულებს არ ჩაუდენიათ ის, რაც შენ და შენმა ასულებმა ჩაიდინეთ!
- ეზექიელი 16:49აჰა, ეს იყო შენი დის, სოდომის, დანაშაული: ამპარტავნობა, ღორმუცელობა და უდარდელობა მისი და მისი ასულებისა; ღარიბ-ღატაკს ხელს არ უმართავდნენ.
- შესაქმე 13:10გაიხედა ლოტმა და დაინახა, რომ იორდანეს მთელი მხარე ცოღარამდე ირწყვებოდა, ასე იყო, ვიდრე უფალი არ გაანადგურებდა სოდომსა და გომორს, როგორც ბაღი უფლისა, როგორც ეგვიპტელთა ქვეყანა.
- შესაქმე 13:13ბოროტნი იყვნენ სოდომელნი და დიდად სცოდავდნენ უფალს.
- ეზექიელი 16:53მე დავაბრუნებ მათ ტყვეებს, სოდომისა და მისი ასულების ტყვეებს, სამარიისა და მისი ასულების ტყვეებს და შენს ტყვეებსაც მათ შორის,
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 16
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში