გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ეზექიელი 16:44 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ეზექიელი 16:44

აჰა, ყოველი მეიგავე იგავს გამოგითქვამს: რაც დედაა, ასულიც ის არისო.

ეზექიელი 16:44 · საქართველოს საპატრიარქო

ეზექიელი 16:44 კონტექსტში

16:42როგორ დავიცხრო შენზე რისხვა და როგორ ჩამიქრეს შური შენდამი? როგორ დავმშვიდდე, რომ აღარაფერი მაწუხებდეს?

16:43რაკი აღარ გაიხსენე შენი სიყმაწვილის დღეები და განმარისხე ყველა ამეებით, ძეც, აჰა, შენს თავზე მოვაქცევ შენს საქმეებს, ამბობს უფალი ღმერთი, და აღარ ჩაიდენ ამ გარყვნილებას ყველა შენს სისაძაგლესთან ერთად.

16:44აჰა, ყოველი მეიგავე იგავს გამოგითქვამს: რაც დედაა, ასულიც ის არისო.

16:45დედაშენის შვილი ხარ შენ, ქმარ-შვილის მოძულე დიაცის; და ხარ შენი დებისა, რომელთაც მოიძულეს თავიანთი ქმრები და შვილები; დედათქვენი - ხეთელია, მამათქვენი - ამორეველი.

16:46შენი უფროსი და სამარიელია და თავის ასულებთან ერთად შენ მარცხნივ ცხოვრობს; შენი უმცროსი და, შენ მარჯვნივ რომ ცხოვრობს, სოდომია თავის ასულებთან ერთად.

პარალელური ადგილები: ეზექიელი 16:44

განაგრძე კითხვა: ეზექიელი 16

სრულად წაიკითხე: ეზექიელი 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში