გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ეზექიელი 17:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ეზექიელი 17:21

მახვილით დაეცემა, ვინც კი გაიქცევა მისი რაზმიდან; დარჩენილები კი ყველა ქარის მიმართ გაიფანტებიან. მაშინ მიხვდებით, რომ მე, უფალი, ვლაპარაკობდი.

ეზექიელი 17:21 · საქართველოს საპატრიარქო

ეზექიელი 17:21 კონტექსტში

17:19ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ვფიცავ, თუ მის თავზე არ მოვაქციე ჩემი ფიცი, რომელიც შეიძულა, და ჩემი აღთქმა, რომელიც დაარღვია!

17:20მოვისვრი მასზე ჩემს სათხეველს და გაეხვევა ჩემს ბადეში; წავიყვან ბაბილონში და იქ მოვკითხავ მას მისი ვერაგობის გამო, რაც მივერაგა.

17:21მახვილით დაეცემა, ვინც კი გაიქცევა მისი რაზმიდან; დარჩენილები კი ყველა ქარის მიმართ გაიფანტებიან. მაშინ მიხვდებით, რომ მე, უფალი, ვლაპარაკობდი.

17:22ასე ამბობს უფალი ღმერთი: ავიღებ ტოტს მაღალი ნაძვიდან და დავრგავ; ზემოთა ყლორტებიდან მოვწყვეტ ყველაზე ნაზს და მაღალ და ასვეტილ მთაზე დავრგავ.

17:23ისრაელის მაღალ მთაზე დავრგავ მას, აუშვებს ტოტებს და ნაყოფს გამოიღებს; გახდება დიდებული ნაძვი, დასახლდება მის ქვეშ ყოველგვარი ფრინველი და მისი რტოების ჩრდილში ყოველი ფრთოსანი დაიბუდებს.

პარალელური ადგილები: ეზექიელი 17:21

განაგრძე კითხვა: ეზექიელი 17

სრულად წაიკითხე: ეზექიელი 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში