
ეზექიელი 17:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოვისვრი მასზე ჩემს სათხეველს და გაეხვევა ჩემს ბადეში; წავიყვან ბაბილონში და იქ მოვკითხავ მას მისი ვერაგობის გამო, რაც მივერაგა.
ეზექიელი 17:20 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 17:20 კონტექსტში
17:18შეიძულა ფიცი აღთქმის დასარღვევად და, აჰა, მისცა თავისი ხელი და ყოველივე ეს ჩაიდინა, ამიტომაც არ გადარჩება.
17:19ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ვფიცავ, თუ მის თავზე არ მოვაქციე ჩემი ფიცი, რომელიც შეიძულა, და ჩემი აღთქმა, რომელიც დაარღვია!
17:20მოვისვრი მასზე ჩემს სათხეველს და გაეხვევა ჩემს ბადეში; წავიყვან ბაბილონში და იქ მოვკითხავ მას მისი ვერაგობის გამო, რაც მივერაგა.
17:21მახვილით დაეცემა, ვინც კი გაიქცევა მისი რაზმიდან; დარჩენილები კი ყველა ქარის მიმართ გაიფანტებიან. მაშინ მიხვდებით, რომ მე, უფალი, ვლაპარაკობდი.
17:22ასე ამბობს უფალი ღმერთი: ავიღებ ტოტს მაღალი ნაძვიდან და დავრგავ; ზემოთა ყლორტებიდან მოვწყვეტ ყველაზე ნაზს და მაღალ და ასვეტილ მთაზე დავრგავ.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 17:20
- ეზექიელი 12:13მოვისვრი მასზე ჩემს სათხეველს და გაებმება ჩემს მახეში: წავიყვან ბაბილონში, ქალდეველთა ქვეყანაში, მაგრამ ვერ იხილავს მას, თუმცა იქ მოკვდება.
- იერემია 2:35და მაინც ამბობ: უბრალო ვარ, ამცდება მისი რისხვაო. მაგრამ, აჰა, გაგიმართავ დავას, რაკი ამბობ, არ შემიცოდავსო.
- ეზექიელი 32:3ასე ამბობს უფალი ღმერთი: მოვისვრი შენზე ჩემ სათხეველს ხალხთა სიმრავლეში და ამოგათრევენ ჩემი ბადით.
- ეზექიელი 20:35და მიგიყვანთ ხალხთა უდაბნოში და იქ პირისპირ მოგიწყობთ განკითხვას.
- ეზექიელი 20:36როგორც თქვენს მამა-პაპას განვიკითხავდი ეგვიპტის ქვეყნის უდაბნოში, ისევე განგიკითხავთ თქვენც, ამბობს უფალი ღმერთი.
- იერემია 39:5უკან დაედევნა მათ ქალდეველთა ლაშქარი და მიეწია ციდკიას იერიქონის ველზე. შეიპყრეს და მიჰგვარეს ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, რიბლაში, ხამათის ქვეყანაში, და მანაც განაჩენი გამოუტანა ციდკიას.
- იერემია 39:7თვალები დათხარა ციდკიას და ბორკილები დაადო, რომ ბაბილონში წაეყვანათ.
- ეზექიელი 38:22დავსჯი მათ შავი ჭირით და სისხლით; თავსხმას, ქვის სეტყვას, ცეცხლსა და წუმწუმას ვაწვიმებ მათზე, მის ურდოებზე და ურიცხვ ხალხზე, მასთან რომ არიან.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 17
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში