
ეზექიელი 17:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მადლიან ველზე, უხვ წყლებთან იყო დარგული, რომ გაეკეთებინა რტო და გამოეღო ნაყოფი, დიდებული ვაზი გამხდარიყო.
ეზექიელი 17:8 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 17:8 კონტექსტში
17:6აღმოცენდა და შეიქნა რტოგაშლილი და ტანდაბალი ვაზი, რომლის ტოტები არწივისკენ იხრებოდა და ფესვები მისი მის ქვეშ იყო. შეიქნა ვაზი, რქა გამოიღო და გაუშვა ტოტები.
17:7იყო კიდევ ერთი დიდი არწივი, დიდფრთიანი და უხვბუმბულიანი; და, აჰა, ეს ვაზი თავისი კვალიდან, სადაც დარგული იყო, ფესვებს იწვდიდა მისკენ და უშვერდა ტოტებს დასარწყულებლად.
17:8მადლიან ველზე, უხვ წყლებთან იყო დარგული, რომ გაეკეთებინა რტო და გამოეღო ნაყოფი, დიდებული ვაზი გამხდარიყო.
17:9უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: იღორძინებს თუ არა? არ ამოძირკვავენ მის ფესვებს და არ მოგლეჯენ მის ნაყოფს? გაუხმება ყველა ამოყრილი ყლორტი, გახმება; მაგარი მკლავი და ბევრი ხალხი არ იქნება საჭირო, რომ თავის ფესვს მოსწყვიტონ.
17:10აჰა, დარგულია, მაგრამ თუ იღორძინებს? განა არ გახმება, როცა აღმოსავლეთის ქარი ეძგერება? იმ კვალშივე გახმება, სადაც აღმოცენდა.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 17:8
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 17
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში