
ეზექიელი 17:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აიღო იმ ქვეყნის თესლი და ჩათესა ნაყოფიერ ყანაში; უხვ წყლებთან დადო და დარგო ტირიფივით.
ეზექიელი 17:5 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 17:5 კონტექსტში
17:3უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: დიდი არწივი, დიდფრთიანი და გრძელნაკრტენიანი, ჭრელი ბუმბულით დაფარული, მოვიდა ლიბანიდან და კენწერო მოაწყვიტა ნაძვს;
17:4მოსტეხა ზემოთა ყლორტი, წაიღო ქანაანის ქვეყნად და მოვაჭრეთა ქალაქში დადო.
17:5აიღო იმ ქვეყნის თესლი და ჩათესა ნაყოფიერ ყანაში; უხვ წყლებთან დადო და დარგო ტირიფივით.
17:6აღმოცენდა და შეიქნა რტოგაშლილი და ტანდაბალი ვაზი, რომლის ტოტები არწივისკენ იხრებოდა და ფესვები მისი მის ქვეშ იყო. შეიქნა ვაზი, რქა გამოიღო და გაუშვა ტოტები.
17:7იყო კიდევ ერთი დიდი არწივი, დიდფრთიანი და უხვბუმბულიანი; და, აჰა, ეს ვაზი თავისი კვალიდან, სადაც დარგული იყო, ფესვებს იწვდიდა მისკენ და უშვერდა ტოტებს დასარწყულებლად.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 17:5
- ესაია 44:4აღმოცენდებიან როგორც ჯეჯილი მდელოთა შორის, როგორც ტირიფები წყლისპირებზე.
- მეორე სთვლისაება 8:7რადგან უფალს, შენს ღმერთს, მიჰყავხარ მადლიან ქვეყანაში, ნაკადულთა და წყაროთა ქვეყანაში, სადაც ნიაღვრები მოედინებიან მთად და ბარად,
- მეორე სთვლისაება 8:9ქვეყანაში, სადაც არ მოგაკლდება საჭმელი პური და არაფერი გაგიჭირდება, ქვეყანაში, რომელსაც რკინა აქვს ქვებად და რომლის მთებიდანაც რვალს გამოკვეთავ.
- ეზექიელი 17:13აიყვანა სამეფო მოდგმიდან სხვა ვინმე და აღთქმა დაუდო; ფიცში შეიყვანა და წაასხა ძლიერნი ქვეყნისა;
- ესაია 15:7ამიტომ ტირიფთა ხევიც კი წაიღებს მათ ნარჩენებს და მარაგს.
- ეზექიელი 19:11გაუხდა ძლიერი ტოტები ხელმწიფეთა საკვერთხოდ და ღრუბლებამდე აიყარა ტანი; ასე ჩანდა აზიდული და რტომრავალი.
- ეზექიელი 19:12მაგრამ რისხვით ამოიძირკვა და მიწაზე იქნა დაგდებული: აღმოსავლეთის ქარმა გაახმო მისი ნაყოფი, მოემტვრა და გაუხმა ძლიერი ტოტები, ცეცხლმა შეჭამა.
- იერემია 37:1გამეფდა ქონია იეჰოაკიმის ძის ნაცვლად ციდკია იოშიას ძე, რომელიც ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, გაამეფა იუდას ქვეყანაში.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 17
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში