
ეზექიელი 19:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენ კი, უნდა გამართო გოდება ისრაელის მთავრებზე.
ეზექიელი 19:1 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 19:1 კონტექსტში
19:1შენ კი, უნდა გამართო გოდება ისრაელის მთავრებზე.
19:2და თქვა: რა იყო დედაშენი? ძუ ლომი ლომებში! იწვა ბოკვერთა შორის და ზრდიდა თავის ლეკვებს.
19:3გამოზარდა ერთი ლეკვი, შეიქნა ბოკვერი და ისწავლა ნადავლის გლეჯა, ჭამდა ადამიანს;
პარალელური ადგილები: ეზექიელი 19:1
- ეზექიელი 27:2შენ კი, ადამის ძევ, გამართე ტვიროსზე გლოვა
- ეზექიელი 26:17გლოვას გამართავენ შენზე და გეტყვიან: როგორ დაიღუპე, ზღვაოსნებით დასახლებულო, განთქმულო ქალაქო, ზღვაზე რომ მძლავრობდი. დაიღუპა ისიც და მისი მკვიდრნიც, შიშის ზარს რომ სცემდნენ ყველას.
- ეზექიელი 19:14გამოვიდა ცეცხლი მისი ზროდან და შეჭამა მისი ნაყოფი, აღარ შერჩა ძლიერი ტოტი - კვერთხად ხელმწიფისა. ეს არის გოდება და დარჩება გოდებად!
- ეზექიელი 2:10გაშალა ჩემს წინ და, აჰა, დაწერილია ორივე მხარეს; სწერია: გოდება, მოთქმა და ვაი.
- ნეშტთა შორისა ბ 36:10წელიწადი რომ შემოიქცა, ხალხი გაგზავნა მეფე ნაბუქოდონოსორმა და ბაბილონს გადაიყვანა იგი უფლის სახლის ძვირფას ჭურჭელთან ერთად, ხოლო იუდაზე და იერუსალიმზე მისი ძმა ციდკიაჰუ გაამეფა.
- იერემია 22:10ნუ სტირით მკვდარს, ნუ მოთქვამთ მასზე, იტირეთ წასული, რადგან არასოდეს დაბრუნდება და ვერ იხილავს მშობელ ქვეყანას.
- იერემია 22:12არამედ მოკვდება იმ ადგილზე, სადაც გადაასახლეს და ვეღარ იხილავს ამ ქვეყანას.
- იერემია 9:17ასე ამბობს ცაბათათ უფალი: მოუხმეთ მოტირლებს, აქ მოვიდნენ. გაგზავნეთ დახელოვნებული ქალების მოსაყვანად, აქ მოვიდნენ.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 19
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში