
ეზექიელი 19:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და თქვა: რა იყო დედაშენი? ძუ ლომი ლომებში! იწვა ბოკვერთა შორის და ზრდიდა თავის ლეკვებს.
ეზექიელი 19:2 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 19:2 კონტექსტში
19:1შენ კი, უნდა გამართო გოდება ისრაელის მთავრებზე.
19:2და თქვა: რა იყო დედაშენი? ძუ ლომი ლომებში! იწვა ბოკვერთა შორის და ზრდიდა თავის ლეკვებს.
19:3გამოზარდა ერთი ლეკვი, შეიქნა ბოკვერი და ისწავლა ნადავლის გლეჯა, ჭამდა ადამიანს;
19:4ესმათ ხალხებს მისი ამბავი, ჩავარდა მათ ორმოში და ეგვიპტეს გაუყენეს ცხვირში რგოლგაყრილი.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 19:2
- სოფონია 3:1ვაი გაჯიუტებულს და წაბილწულს, მოძალადე ქალაქს!
- სოფონია 3:4ქარაფშუტა ხალხია მისი წინასწარმეტყველნი, გამყიდველნი, მისი მღვდლები საწმიდარს ბილწავენ, რჯულს არღვევენ.
- ნაუმი 2:11სად არის ლომთა ბუნაგი და ბოკვერთა სანავარდო, სადაც დადიოდნენ ხვადი, ძუ ლომი და მათი ლეკვი, და არავინ იყო დამაფრთხობელი?
- ნაუმი 2:12ლომი გლეჯს თავისი ლეკვებისთვის და აღრჩობს თავისი ძუსთვის; ნატაცებით ავსებს თავის ბუნაგს და გამოქვაბულს - დაგლეჯილი ნადავლით.
- იობი 4:11ლომი უნადავლოდ დაიღუპება, ძუ ლომის ბოკვერნი გაიფანტებიან;
- ფსალმუნები 58:6ღმერთო! შენ შეუმუსრე მათ კბილები თავიანთ პირში; ლომთა ეშვები მოთხარე, უფალო!
- ესაია 11:6დადგება მგელი ცხვართან ერთად და ვეფხვი დაბინავდება ციკანთან ერთად. ხბო, ლომი და ნასუქალი პირუტყვი ერთად იქნებიან და ჩვილი ბავშვი წაუძღვება მათ.
- ესაია 11:9არავინ იბოროტებს და არავინ იბილწებს მთელ ჩემ წმიდა მთაზე, რადგან აივსება მიწა უფლის ცოდნით, როგორც ზღვა არის წყლებით დაფარული.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 19
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში