
ეზექიელი 19:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაიარებოდა ლომთა შორის, შეიქნა ლომი და ისწავლა ნადავლის გლეჯა, ჭამდა ადამიანს.
ეზექიელი 19:6 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 19:6 კონტექსტში
19:4ესმათ ხალხებს მისი ამბავი, ჩავარდა მათ ორმოში და ეგვიპტეს გაუყენეს ცხვირში რგოლგაყრილი.
19:5დაინახა ძუ ლომმა, როცა ელოდა, რომ დაიღუპა მისი იმედი, მაშინ აიყვანა ერთი ლეკვთაგანი და ბოკვერად დაისვა.
19:6დაიარებოდა ლომთა შორის, შეიქნა ლომი და ისწავლა ნადავლის გლეჯა, ჭამდა ადამიანს.
19:7დაანგრია მისი სიმაგრეები და აჩანაგებდა მათ ქალაქებს; შეძრწუნდა ქვეყანა და მისი სისავსე მისი ბრდღვინვის ხმაზე;
19:8შემოადგნენ ხალხები ირგვლივ, იმ მიდამოებიდან, მოუსროლეს თავიანთი სათხეველი და შეიპყრეს ორმოში.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 19:6
- იერემია 26:1იუდას მეფის, იეჰოაკთმ იოშიას ძის მეფობის დასაწყისში ეს სიტყვა იყო ნათქვამი უფლისგან.
- იერემია 26:24ხოლო იერემიას ახიკამ შაფანის ძის ხელი იფარავდა, რომ ხალხის ხელში არ ჩავარდნილიყო და არ მოეკლათ.
- ნეშტთა შორისა ბ 36:5ოცდახუთი წლისა იყო იეჰოიაკიმი, როცა გამეფდა, და თერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. უკუღმართად იქცეოდა უფლის, თავისი ღმერთის, თვალში. პირიდან მენაშეს ყველა ცოდვის გამო, რაც ჩაიდინა მან, და უბრალო სისხლის გამო, იეჰოიაკიმმა რომ დაღვარა და რომ აავსო იერუსალიმი უბრალო სისხლით, მაგრამ არ ინება უფალმა მათი ამოგდება]. [მის დროს მიუხდა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, ქვეყანას და ემორჩილებოდა მას სამი წელი, და განუდგა. შეუსია უფალმა მათ ქალდეველები და სირიელი ყაჩაღები, მოაბელი ყაჩაღები და ყამონიანები, სამარიელები, და განდგნენ ამ სიტყვის თანახმად, უფლის სიტყვის თანახმად, მის მორჩილთა, წინასწარმეტყველთა პირით რომ იყო ნათქვამი. მაინც უფლის რისხვა იყო იუდაზე, რომ განეგდო იგი თავისი
- იერემია 22:13ვაი იმას, ვინც უსამართლობით იშენებს სახლს და უკანონოდ - ზემოთვალებს; ვინც მუქთად ამუშავებს თავის ახლობელს და გასამრჯელოს არ აძლევს!
- იერემია 22:17შენი თვალი და გული კი სარგებელს ეძებს, უბრალოთა სისხლის ღვრას, ძარცვა-გლეჯასა და ძალადობას.
- ნეშტთა შორისა ბ 36:9რვა წლისა იყო იეჰოიაქინი, როცა გამეფდა და სამი თვე და ათი დღე იმეფა იერუსალიმში. უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში.
- იერემია 36:1იუდას მეფის, იეჰოაკიმ იოშიას ძის მეოთხე წელს იყო უფლისგან ეს სიტყვა იერემიას მიმართ ნათქვამი:
- იერემია 36:32აიღო იერემიამ მეორე გრაგნილი და მისცა იგი ბარუქ ნერიას ძეს, მწერალს, და მანაც დაწერა მასზე იერემიას კარნახით ყოველი სიტყვა იმ წიგნისა, რომელიც დაწვა ცეცხლში იეჰოაკიმმა, იუდას მეფემ. მას კიდევ დაემატა სხვა ბევრი მსგავსი სიტყვა.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 19
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში