
ეზექიელი 19:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შემოადგნენ ხალხები ირგვლივ, იმ მიდამოებიდან, მოუსროლეს თავიანთი სათხეველი და შეიპყრეს ორმოში.
ეზექიელი 19:8 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 19:8 კონტექსტში
19:6დაიარებოდა ლომთა შორის, შეიქნა ლომი და ისწავლა ნადავლის გლეჯა, ჭამდა ადამიანს.
19:7დაანგრია მისი სიმაგრეები და აჩანაგებდა მათ ქალაქებს; შეძრწუნდა ქვეყანა და მისი სისავსე მისი ბრდღვინვის ხმაზე;
19:8შემოადგნენ ხალხები ირგვლივ, იმ მიდამოებიდან, მოუსროლეს თავიანთი სათხეველი და შეიპყრეს ორმოში.
19:9ცხვირში რგოლგაყრილი გალიაში შეაგდეს და ბაბილონის მეფეს მიუყვანეს; შეიყვანეს ციხე-სიმაგრეში, რომ აღარ გაგონილიყო მისი ხმა ისრაელის მთებზე.
19:10დედაშენი ვაზს ჰგავდა, ბროწეულის ყვავილს, წყლის პირას დარგულს; ნაყოფიერი და რტომრავალი იყო უხვი წყლის გამო.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 19:8
- ეზექიელი 12:13მოვისვრი მასზე ჩემს სათხეველს და გაებმება ჩემს მახეში: წავიყვან ბაბილონში, ქალდეველთა ქვეყანაში, მაგრამ ვერ იხილავს მას, თუმცა იქ მოკვდება.
- ეზექიელი 19:4ესმათ ხალხებს მისი ამბავი, ჩავარდა მათ ორმოში და ეგვიპტეს გაუყენეს ცხვირში რგოლგაყრილი.
- ეზექიელი 17:20მოვისვრი მასზე ჩემს სათხეველს და გაეხვევა ჩემს ბადეში; წავიყვან ბაბილონში და იქ მოვკითხავ მას მისი ვერაგობის გამო, რაც მივერაგა.
- გლოვა იერემიასი 4:20სუნთქვა ჩვენს ნესტოთა - უფლის ცხებული მათ ორმოშია გამომწყვდეული; ჩვენ კი ვფიქრობდით, მის ჩრდილქვეშ ვიცოცხლებდით ხალხთა შორის.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 19
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში