
ეზექიელი 20:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მივეცი შაბათებიც, რომ ჰქონოდათ ნიშნად ჩემსა და თავიანთ შორის, რომ სცოდნოდათ, რომ უფალი ვარ, მათი განმწმედელი.
ეზექიელი 20:12 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 20:12 კონტექსტში
20:10გამოვიყვანე ეგვიპტის ქვვყნიდან და უდაბნოში მივიყვანე;
20:11მივეცი ჩემი წესები და გამოვუცხადე ჩემი სამართალი, რომელიც უნდა შეასრულოს ადამიანმა, რომ ცოცხალი დარჩეს.
20:12მივეცი შაბათებიც, რომ ჰქონოდათ ნიშნად ჩემსა და თავიანთ შორის, რომ სცოდნოდათ, რომ უფალი ვარ, მათი განმწმედელი.
20:13მაგრამ ამიჯანყდა ისრაელის სახლი უდაბნოში, არ მიჰყვებოდა ჩემს წესებს და შეიძულა ჩემი სამართალი, რომელიც უნდა შეესრულებინა, რომ ეცოცხლა; და შელახა მეტისმეტად ჩემი შაბათები. ვთქვი, გადმოვანთხევ-მეთქი მათზე რისხვას უდაბნოში მათ დასაღუპად.
20:14მაგრამ ჩემი სახელის გულისათვის ვმოქმედებდი, რომ არ შელახულიყო იმ ხალხის თვალში, რომელთა თვალწინ გამოვიყვანე ისინი.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 20:12
- ეზექიელი 20:20წმიდად შეინახეთ ჩემი შაბათები, რომ გქონდეთ ნიშნად ჩემსა და თქვენ შორის, და იცოდეთ, რომ მე უფალი ვარ, თქვენი ღმერთი.
- ეზექიელი 37:28მაშინ მიხვდებიან ხალხები, რომ უფალი ვარ, ისრაელის განმწმედელი, და ჩემი საწმიდარის საუკუნო მყოფობით მათ შორის.
- ლევიანი 21:23ოღონდ კრეტსაბმელთან ვერ მივა და სამსხვერპლოს ვერ მიეკარება, რადგან ნაკლი აქვს. არ უნდა წაბილწოს ჩემი საწმიდარი, რადგან მე ვარ უფალი, მათი წმიდამყოფელი.
- თესალონიკელთა მიმართ ა 5:23თვით მშვიდობის ღმერთმა წმიდა-გყოთ მთელი სისრულით, რათა თქვენი სული, თქვენი სამშვინველი და თქვენი სხეული უმწიკვლოდ იქნეს დაცული ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისთვის.
- გამოსვლა 20:8გახსოვდეს შაბათი დღე, რომ წმიდა ჰყო იგი.
- გამოსვლა 20:11რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია, და მეშვიდე დღეს შეისვენა; ამიტომაც აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდაჰყო იგი.
- მეორე სთვლისაება 5:12დაიცავი შაბათი დღე, რომ წმიდად შეინახო იგი, როგორც უფალს, შენს ღმერთს, უბრძანებია.
- მეორე სთვლისაება 5:15გახსოვდეს, რომ ყმა იყავი შენც ეგვიპტის ქვეყანაში და გამოგიყვანა იქიდან უფალმა, შენმა ღმერთმა მაგარი ხელით და შემართული მკლავით. ამიტომ გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა, შაბათი დღის შენახვა.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 20
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში