
ეზექიელი 20:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რაკი ჩემს სამართალს არ ასრულებდნენ და ჩემი წესები შეიძულეს, ჩემი შაბათები შელახეს და თავიანთი მამების კერპებისკენ ეჭირათ თვალი,
ეზექიელი 20:24 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 20:24 კონტექსტში
20:22მაგრამ უკან შევაბრუნე ხელი და ვმოქმედებდი ჩემი სახელის გულისთვის, რომ არ შელახულიყო იმ ხალხის თვალში, რომელთა თვალწინ გამოვიყვანე ისინი.
20:23მაინც აღვმართე ხელი მათ წინააღმდეგ უდაბნოში, რომ გამეფანტა ისინი ხალხებში და სხვადასხვა ქვეყნებში გამებნია;
20:24რაკი ჩემს სამართალს არ ასრულებდნენ და ჩემი წესები შეიძულეს, ჩემი შაბათები შელახეს და თავიანთი მამების კერპებისკენ ეჭირათ თვალი,
20:25მეც მივეცი მათ უვარგისი წესები და სამართალი, რომლითაც ვერ იცოცხლებდნენ;
20:26გავაუწმიდურე ისინი შესაწირავებით, ყოველი პირველშობილის გატარებით ცეცხლში, რომ გამეჩანაგებინა ისინი, რომ მიმხვდარიყვნენ, რომ უფალი ვარ.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 20:24
- ეზექიელი 20:16რაკი შეიძულეს ჩემი სამართალი და ჩემს წესებს არ მიჰყვებოდნენ, და შელახეს ჩემი შაბათები, რადგან მათი კერპებისკენ მიუწევდათ გული.
- ეზექიელი 6:9გამიხსენიბენ გადარჩენილნი იმ ხალხებში, სადაც ტყვედ იქნებიან, როცა შევმუსრავ მათ გარყვნილ და განდგომილ გულებს და თვალებს, რომლებიც ირყვნებოდნენ მათი კერპების კვალზე; საკუთარი თავი შეძაგდებათ იმ უკეთურებათა და სიბილწეთა გამო, რასაც სჩადიოდნენ.
- ეზექიელი 20:13მაგრამ ამიჯანყდა ისრაელის სახლი უდაბნოში, არ მიჰყვებოდა ჩემს წესებს და შეიძულა ჩემი სამართალი, რომელიც უნდა შეესრულებინა, რომ ეცოცხლა; და შელახა მეტისმეტად ჩემი შაბათები. ვთქვი, გადმოვანთხევ-მეთქი მათზე რისხვას უდაბნოში მათ დასაღუპად.
- ამოსი 2:4ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ იუდას, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან უკუაგდეს უფლის რჯული და არ იცავენ მის წესებს; რადგან გზა-კვალი აურიეს მათ ცრუღმერთებმა, რომელთაც მათი მამა-პაპა მისდევდა.
- მეორე სთვლისაება 4:19რომ ცისკენ ახედვისას და მზისა, მთვარისა და ვარსკვლავების, ცის მთელი მხედრობის დანახვისას არ შეცდე და თაყვანი არ სცე მათ, არ ემსახურო მათ, რომლებიც შეუქმნა უფალმა, შენმა ღმერთმა, ყველა ხალხს მთელ ცისქვეშეთში.
- იობი 31:26თუ ოდესმე მზის ხილვისას მის ბრწყინვალებაში და დიდებულად მოარული მთვარისა
- იობი 31:27იდუმალ მოცდუნებულიყოს ჩემი გული და მეკოცნოს ჩემი ხელისთვის!
- ეზექიელი 18:15არ ჭამს მთებზე შეწირულს, ისრაელის სახლის კერპებს თვალს არ აპყრობს, თავისი მოყვასის ცოლს არ უპატიოჰყოფს,
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 20
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში