გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ეზექიელი 6:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ეზექიელი 6:9

გამიხსენიბენ გადარჩენილნი იმ ხალხებში, სადაც ტყვედ იქნებიან, როცა შევმუსრავ მათ გარყვნილ და განდგომილ გულებს და თვალებს, რომლებიც ირყვნებოდნენ მათი კერპების კვალზე; საკუთარი თავი შეძაგდებათ იმ უკეთურებათა და სიბილწეთა გამო, რასაც სჩადიოდნენ.

ეზექიელი 6:9 · საქართველოს საპატრიარქო

ეზექიელი 6:9 კონტექსტში

6:7დაეცემიან თქვენ შორის დახოცილნი და მიხვდებით, რომ მე უფალი ვარ.

6:8დაგიტოვებთ ნატამალს, რომ გყავდეთ ხალხებში მახვილს გადარჩენილნი, როცა სხვადასხვა ქვეყნებში გაიფანტებიან.

6:9გამიხსენიბენ გადარჩენილნი იმ ხალხებში, სადაც ტყვედ იქნებიან, როცა შევმუსრავ მათ გარყვნილ და განდგომილ გულებს და თვალებს, რომლებიც ირყვნებოდნენ მათი კერპების კვალზე; საკუთარი თავი შეძაგდებათ იმ უკეთურებათა და სიბილწეთა გამო, რასაც სჩადიოდნენ.

6:10მიხვდებიან, რომ მე უფალი ვარ, რომ ამაოდ არ მითქვამს მათთვის, რომ დავატეხდი ამ უბედურებას.

6:11ასე ამბობს უფალი ღმერთი: ხელი ხელს შემოჰკარი და ფეხი ურტყი მიწას, თქვი: ვაგლახ! ისრაელის სახლის უკეთურ სიბილწეთა გამო მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით დაეცემიან!

პარალელური ადგილები: ეზექიელი 6:9

განაგრძე კითხვა: ეზექიელი 6

სრულად წაიკითხე: ეზექიელი 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში