
ეზექიელი 20:38 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გამოვყოფ თქვენგან მოჯანყეებს და ჩემს ურჩებს, და მათი მდგმურობის ქვეყნიდან გამოვიყვან მათ, მაგრამ ისრაელის მიწაზე ვერ მივლენ და მიხვდებით, რომ უფალი ვარ.
ეზექიელი 20:38 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 20:38 კონტექსტში
20:36როგორც თქვენს მამა-პაპას განვიკითხავდი ეგვიპტის ქვეყნის უდაბნოში, ისევე განგიკითხავთ თქვენც, ამბობს უფალი ღმერთი.
20:37კვერთხის ქვეშ გაგატარებთ და აღთქმის ბორკილში შეგიყვანთ.
20:38გამოვყოფ თქვენგან მოჯანყეებს და ჩემს ურჩებს, და მათი მდგმურობის ქვეყნიდან გამოვიყვან მათ, მაგრამ ისრაელის მიწაზე ვერ მივლენ და მიხვდებით, რომ უფალი ვარ.
20:39თქვენ კი, ისრაელის სახლო, ასე ამბობს უფალი ღმერთი: წადით, ემსახურეთ თქვენ-თქვენ კერპებს; და ამიერიდან თუ არ მომისმენთ, მეტად მაინც ნუღა შელახავთ ჩემს წმიდა სახელს თქვენი შესაწირავებით და თქვენი კერპებით.
20:40რადგან ჩემს წმიდა მთაზე, ისრაელის მაღალ მთაზე, ამბობს უფალი ღმერთი, უნდა მემსახუროს მთელი ისრაელის სახლი, ყველა ერთობლივ, ვინც კი არის ქვეყანაზე; იქ შევიტკბობ მათ, იქ მოვიკითხავ თქვენს შესაწირავებს და თქვენი ძღვენის ნათავარებს თქვენს სიწმიდეებთან ერთად.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 20:38
- ამოსი 9:9რადგან, აჰა, ვბრძანებ და გავცხრილავ ისრაელის სახლის ყველა ხალხს, როგორც ხორბალი იცხრილება. და ერთი მარცვალიც არ დავარდება მიწაზე.
- ამოსი 9:10მახვილით მოკვდება ყველა ცოდვილი ჩემს ერში, რომლებიც ამბობენ, არ დააჩქარებო, არ მოაწევო ჩვენზე უბედურებას.
- ეზექიელი 13:9იქნება ჩემი ხელი ფუჭმხილველ წინასწარმეტყველთა და სიცრუის მისანთა წინააღმდეგ; ჩემი ერის საბჭოში არ იქნებიან ისინი, ისრაელის სახლის წიგნში არ ჩაიწერებიან და ისრაელის მიწაზე ვერ მივლენ. მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ღმერთი ვარ.
- ფსალმუნები 95:11ამიტომ დავიფიცე ჩემი მრისხანების ჟამს, რომ ვერ შევლენ ჩემს სავანეში.
- ზაქარია 13:8მთელ ქვეყანაზე, ამბობს უფალი, ორი წილი გაწყდება და დაიღუპება, მესამედი კი გადარჩება.
- ზაქარია 13:9გავატარებ ცეცხლში ამ მესამედს და გავწმედ, როგორც ვერცხლი იწმიდება, და გამოვცდი მათ, როგორც ოქრო გამოიცდება; მაშინ ახსენებენ ჩემს სახელს და მეც შევიწყნარებ მათ, ვიტყვი: ეს არის ჩემი ერი. იტყვიან ისინი: უფალია ჩემი ღმერთი.
- ეზექიელი 6:7დაეცემიან თქვენ შორის დახოცილნი და მიხვდებით, რომ მე უფალი ვარ.
- მალაქია 3:3დაჯდება ვერცხლის გამომდნობელი და განმწმედელი; განწმედს ლევიანებს და გაასუფთავებს მათ, როგორც ოქროსა და ვერცხლს, რომ სიმართლით მიუძღვნიან უფალს შესაწირავი.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 20
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში