
ეზექიელი 20:36 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როგორც თქვენს მამა-პაპას განვიკითხავდი ეგვიპტის ქვეყნის უდაბნოში, ისევე განგიკითხავთ თქვენც, ამბობს უფალი ღმერთი.
ეზექიელი 20:36 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 20:36 კონტექსტში
20:34გამოგიყვანთ ხალხებიდან და შეგკრებთ ქვეყნებიდან, სადაც გაფანტული ხართ, მაგარი ხელით და გაშლილი მკლავით, რისხვის გადმონთხევით,
20:35და მიგიყვანთ ხალხთა უდაბნოში და იქ პირისპირ მოგიწყობთ განკითხვას.
20:36როგორც თქვენს მამა-პაპას განვიკითხავდი ეგვიპტის ქვეყნის უდაბნოში, ისევე განგიკითხავთ თქვენც, ამბობს უფალი ღმერთი.
20:37კვერთხის ქვეშ გაგატარებთ და აღთქმის ბორკილში შეგიყვანთ.
20:38გამოვყოფ თქვენგან მოჯანყეებს და ჩემს ურჩებს, და მათი მდგმურობის ქვეყნიდან გამოვიყვან მათ, მაგრამ ისრაელის მიწაზე ვერ მივლენ და მიხვდებით, რომ უფალი ვარ.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 20:36
- კორინთელთა მიმართ ა 10:5თუმცა მათი უმრავლესობა როდი ესათნოვა ღმერთს, რადგანაც უდაბნოში დაეცნენ.
- კორინთელთა მიმართ ა 10:10ნურც დრტვინავთ, როგორც დრტვინავდა ზოგიერთი მათგანი, და შეიმუსრნენ მმუსვრელის მიერ.
- რიცხვთა 11:1როცა დაიწყო ხალხმა ბოროტად დრტვინვა უფლის გასაგონად, მოესმა უფალს და აინთო რისხვით. აღიგზნო მათში უფლის ცეცხლი და შთანთქა ბანაკის განაპირი.
- რიცხვთა 11:35კიბროთ-ჰათაავადან ხაცეროთისკან დაიძრა ხალხი და მოადგნენ ხაცეროთს.
- ეზექიელი 20:21მაგრამ ამიჯანყდნენ შვილები, ჩემს წესებს არ მიჰყვებოდნენ, არ იცავდნენ და არ ასრულებდნენ ჩემს სამართალს, რომელიც უნდა შეასრულოს ადამიანმა, რომ იცოცხლოს, და შელახეს ჩემი შაბათები. ვთქვი, გადმოვანთხევ მათზე ჩემს რისხვას და მათზე მოვიკლავ-მეთქი ჩემს ბრაზს უდაბნოში;
- ეზექიელი 20:13მაგრამ ამიჯანყდა ისრაელის სახლი უდაბნოში, არ მიჰყვებოდა ჩემს წესებს და შეიძულა ჩემი სამართალი, რომელიც უნდა შეესრულებინა, რომ ეცოცხლა; და შელახა მეტისმეტად ჩემი შაბათები. ვთქვი, გადმოვანთხევ-მეთქი მათზე რისხვას უდაბნოში მათ დასაღუპად.
- რიცხვთა 16:1ადგნენ კორახი, ძე იცჰარისა, კეჰათის ძისა, ლევიანი, დათანი და აბირამი, ელიაბის ძენი, ონი ფელეთის ძე - რეუბენიანები,
- რიცხვთა 16:50დაბრუნდა აარონი მოსესთან სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან, როცა შეწყდა მუსვრა.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 20
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში