
ეზექიელი 20:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
განსჯი მათ, განსჯი, ადამის ძევ? ჯერ გააგებინე მათი მამების სისაძაგლენი.
ეზექიელი 20:4 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 20:4 კონტექსტში
20:2იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
20:3ადამის ძევ! ელაპარაკე ისრაელის უხუცესებს და უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ჩემს შესაკითხად არ მოხვედით? ვფიცავ, თუ შეგეკითხვინოთ, ამბობს უფალი ღმერთი.
20:4განსჯი მათ, განსჯი, ადამის ძევ? ჯერ გააგებინე მათი მამების სისაძაგლენი.
20:5და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: იმ დღეს, როცა ავირჩიე ისრაელი და ხელი აღვმართე იაკობის სახლის მოდგმისთვის, გამოვუცხადე თავი ეგვიპტის ქვეყანაში და ხელი აღვმართე მათთვის და ვთქვი: მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი-მეთქი,
20:6იმ დღეს აღვმართე მათთვის ხელი, რომ წამეყვანა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან ქვეყანაში, რომელიც შევიგულე მათთვის, სადაც მოედინება რძე და თაფლი, და ყოველი ქვეყნის მშვენებაა.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 20:4
- ეზექიელი 22:2ადამის ძევ! შენ განსჯი, განსჯი სისხლიან ქალაქს? გამოუცხადე ყოველი მისი სისაძაგლე.
- ეზექიელი 23:36მითხრა უფალმა: ადამის ძევ! მსჯავრს დასდებ აჰოლას და აჰოლიბას? ჯერ გამოუცხადე მათი სისაძაგლენი,
- იერემია 14:11მითხრა უფალმა: ნუ ილოცებ ამ ხალხისთვის მის სასიკეთოდ.
- იერემია 14:14მითხრა უფალმა: სიცრუეა, რასაც წინასწარმეტყველნი ჩემი სახელით ქადაგებენ. მე არ გამომიგზავნია, არ დამირიგებია ისინი, არ მილაპარაკნია მათთან. ცრუ ხილვებს, მისნობას, სიყალბეს და თავიანთი გულის გამონაგონს გიქადაგებენ ისინი.
- ესაია 5:3ახლა განგვსაჯეთ, იერუსალიმის მცხოვრებნო და იუდას ხალხო, მე და ჩემი ვენახი.
- ეზექიელი 23:45მაგრამ მართალი ხალხი განსჯის მათ გარყვნილთა მსჯავრით და სისხლისმღვრელთა მსჯავრით, რადგან გარყვნილნი არიან და სისხლია მათ ხელებზე.
- ეზექიელი 14:14ეს სამი კაცი რომ აღმოჩნდეს მათ გარემოში - ნოე, დანიელი და იობი, თავიანთი სიმართლით გადაირჩენდნენ თავს, ამბობს უფალი ღმერთი.
- ეზექიელი 16:2ადამის ძევ! გააგებინე იერუსალიმს მისი სისაძაგლეები
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 20
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში