გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ეზექიელი 20:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ეზექიელი 20:6

იმ დღეს აღვმართე მათთვის ხელი, რომ წამეყვანა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან ქვეყანაში, რომელიც შევიგულე მათთვის, სადაც მოედინება რძე და თაფლი, და ყოველი ქვეყნის მშვენებაა.

ეზექიელი 20:6 · საქართველოს საპატრიარქო

ეზექიელი 20:6 კონტექსტში

20:4განსჯი მათ, განსჯი, ადამის ძევ? ჯერ გააგებინე მათი მამების სისაძაგლენი.

20:5და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: იმ დღეს, როცა ავირჩიე ისრაელი და ხელი აღვმართე იაკობის სახლის მოდგმისთვის, გამოვუცხადე თავი ეგვიპტის ქვეყანაში და ხელი აღვმართე მათთვის და ვთქვი: მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი-მეთქი,

20:6იმ დღეს აღვმართე მათთვის ხელი, რომ წამეყვანა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან ქვეყანაში, რომელიც შევიგულე მათთვის, სადაც მოედინება რძე და თაფლი, და ყოველი ქვეყნის მშვენებაა.

20:7ვუთხარი მათ: მოიშოროს თითოეულმა თქვენგანმა სიბილწენი, თვალწინ რომ აქვს, და ეგვიპტის კერპებით ნუ გაიუწმიდურებს თავს! მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი-მეთქი.

20:8მაგრამ ამიჯანყდნენ და არ უნდოდათ ჩემი მოსმენა; არავის მოუშორებია სიბილწენი, თვალწინ რომ ჰქონდათ, და არ მიუტოვებიათ ეგვიპტის კერპები. ვთქვი, რისხვას გადმოვანთხევ მათზე, რომ ჩემი ბრაზი მოვიკლა-მეთქი ეგვიპტის ქვეყანაში.

პარალელური ადგილები: ეზექიელი 20:6

განაგრძე კითხვა: ეზექიელი 20

სრულად წაიკითხე: ეზექიელი 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში