
ეზექიელი 20:48 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაინახავს ყოველი ხორციელი, რომ მე, უფალმა, დავანთე ცეცხლი და არ ჩაქრება.
ეზექიელი 20:48 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 20:48 კონტექსტში
20:46ადამის ძევ! თემანის გზისკენ მიაქციე პირი და უქადაგე სამხრეთს, ნეგების ველის ტყეს უწინასწარმეტყველე.
20:47უთხარი ნეგების ტყეს: ისმინე უფლის სიტყვა, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, ცეცხლს წაგიკიდებ და შეგიჭამს ცეცხლი ყველა ნედლ ხეს და ყველა ხმელ ხეს; არ ჩაქრება აბრიალებული ალი და გადაიბუგება ყოველი სახე სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე.
20:48დაინახავს ყოველი ხორციელი, რომ მე, უფალმა, დავანთე ცეცხლი და არ ჩაქრება.
20:49ვთქვი: ეჰა, უფალო ღმერთო! ჩემზე ამბობენ, იგავების მთხზველი არ არისო?
პარალელური ადგილები: ეზექიელი 20:48
- იერემია 7:20ამიტომაც, ასე თქვა უფალმა ღმერთმა, აჰა, გადმოინთხევა ჩემი რისხვა და ბრაზი ამ ადგილზე, ადამიანზე და პირუტყვზე, მინდვრის ხეებზე და მიწის ნაყოფზე, აბრიალდება და არ ჩაქრება.
- ნეშტთა შორისა ბ 7:20ამოვძირკვავ მათ ჩემი მიწიდან, რომელიც მათ მივეცი, და ამ სახლს, რომელიც გავნათლე ჩემი სახელით, მოვიშორებ ჩემი პირიდან. საარაკოდ და სათრეველად გავხდი ყველა ხალხს შორის.
- ნეშტთა შორისა ბ 7:22იტყვიან: რადგან დაივიწყეს უფალი, თავიანთი მამა-პაპის ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა ისინი, მოეჭიდნენ სხვადასხვა ღმერთებს, თაყვანს სცემდნენ და მათ ემსახურებოდნენ. ამისათვის დააწია მათ უფალმა ყველა ეს უბედურება.
- მეორე სთვლისაება 29:24იტყვის ყველა ხალხი: რისთვის მოექცა უფალი ასე ამ მიწას? რის გამო იყო ეს დიდი რისხვა?
- მეორე სთვლისაება 29:28მოისროლა ისინი უფალმა თავიანთი მიწიდან რისხვით, ბრაზით და დიდი წყრომით და გადააგდო სხვა ქვეყანაში, სადაც დღეს არიან.
- გლოვა იერემიასი 2:16ხახა დააღეს შენზე შენმა მტრებმა, უსტვენენ, კბილებს ახრჭიალებენ, ყვირიან: ჩავყლაპეთ უკვე! აჰა, ეს დღე, რომელსაც ველოდით, მოვესწარითო, ვხედავთო მას!
- გლოვა იერემიასი 2:17აღასრულა უფალმა განზრახული; აახდინა თავისი ნათქვამი, რაც ჰქონდა ნაბრძანები ძველთაგანვე; დააქცია და არ შეიბრალა; მტერი გაახარა შენზე, რქა აღუმაღლა შენს დუშმანებს.
- ესაია 26:11უფალო, შემართულია შენი ხელი, მაგრამ ვერ ხედავენ. დაინახონ შენი შური შენი ხალხის გამო და შერცხვებათ; ცეცხლმა შეჭამოს შენი მტრები.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 20
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში