
ეზექიელი 20:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაგრამ ჩემი სახელის გულისთვის, რომ არ შელახულიყო იმ ხალხის თვალში, რომლის შორისაც იყვნენ ისინი და რომლის თვალწინაც გავუცხადე მათ ჩემი თავი, ისე მოვიქეცი, რომ ეგვიპტის ქვეყნიდან გამომეყვანა ისინი.
ეზექიელი 20:9 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 20:9 კონტექსტში
20:7ვუთხარი მათ: მოიშოროს თითოეულმა თქვენგანმა სიბილწენი, თვალწინ რომ აქვს, და ეგვიპტის კერპებით ნუ გაიუწმიდურებს თავს! მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი-მეთქი.
20:8მაგრამ ამიჯანყდნენ და არ უნდოდათ ჩემი მოსმენა; არავის მოუშორებია სიბილწენი, თვალწინ რომ ჰქონდათ, და არ მიუტოვებიათ ეგვიპტის კერპები. ვთქვი, რისხვას გადმოვანთხევ მათზე, რომ ჩემი ბრაზი მოვიკლა-მეთქი ეგვიპტის ქვეყანაში.
20:9მაგრამ ჩემი სახელის გულისთვის, რომ არ შელახულიყო იმ ხალხის თვალში, რომლის შორისაც იყვნენ ისინი და რომლის თვალწინაც გავუცხადე მათ ჩემი თავი, ისე მოვიქეცი, რომ ეგვიპტის ქვეყნიდან გამომეყვანა ისინი.
20:10გამოვიყვანე ეგვიპტის ქვვყნიდან და უდაბნოში მივიყვანე;
20:11მივეცი ჩემი წესები და გამოვუცხადე ჩემი სამართალი, რომელიც უნდა შეასრულოს ადამიანმა, რომ ცოცხალი დარჩეს.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 20:9
- ეზექიელი 39:7გავაცხადებ ჩემს წმიდა. სახელს ჩემს ერში, ისრაელში, და აღარ შევალახვინებ ჩემს წმიდა სახელს; და მიხვდებიან ხალხები, რომ მე უფალი ვარ, რომ წმიდა ვარ ისრაელში.
- ეზექიელი 20:22მაგრამ უკან შევაბრუნე ხელი და ვმოქმედებდი ჩემი სახელის გულისთვის, რომ არ შელახულიყო იმ ხალხის თვალში, რომელთა თვალწინ გამოვიყვანე ისინი.
- ეზექიელი 36:21მაგრამ მე დავითმინე ჩემი წმიდა სახელის გამო, რომელიც შელახა ისრაელის სახლმა იმ ხალხში, სადაც მივიდნენ.
- ეზექიელი 36:22ამიტომ უთხარი ისრაელის სახლს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: თქვენი გულისთვის არ აღვძრულვარ, ისრაელის სახლო, არამედ ჩემი წმიდა სახელისთვის, რომელიც შელახეთ იმ ხალხში, სადაც მიხვედით.
- ეზექიელი 20:14მაგრამ ჩემი სახელის გულისათვის ვმოქმედებდი, რომ არ შელახულიყო იმ ხალხის თვალში, რომელთა თვალწინ გამოვიყვანე ისინი.
- გამოსვლა 32:12რისთვის უნდა ათქმევინო ეგვიპტეს, დასაღუპავად გაიყვანაო ისინი, რომ მთებში ამოეხოცა და მიწის პირიდან აღეგავაო. დაიცხრე რისხვა და თავი შეიკავე ამ ხალხის დაღუპვისაგან.
- იესო ნავეს ძე 9:9მიუგეს: ძალიან შორი ქვეყნიდან მოვედით შენი მორჩილნი, უფლის, შენი ღმერთის სახელით, რადგან გვსმენია მისი დიდების ამბავი და ყველაფერი, რაც ეგვიპტეში მოიმოქმედა,
- იესო ნავეს ძე 9:10ყველაფერი, რაც უყო ორ ამორეველ მეფეს, იორდანეს გაღმა რომ არიან, სიხონს, ხეშბონის მეფეს, და ყოგს, ბაშანის მეფეს, ყაშთაროთელს.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 20
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში