
იესო ნავეს ძე 9:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ყველაფერი, რაც უყო ორ ამორეველ მეფეს, იორდანეს გაღმა რომ არიან, სიხონს, ხეშბონის მეფეს, და ყოგს, ბაშანის მეფეს, ყაშთაროთელს.
იესო ნავეს ძე 9:10 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 9:10 კონტექსტში
9:8უთხრეს იესოს: შენი მორჩილები ვართ. მიუგო მათ იესომ: ვინა ხართ და საიდან მოხვედით?
9:9მიუგეს: ძალიან შორი ქვეყნიდან მოვედით შენი მორჩილნი, უფლის, შენი ღმერთის სახელით, რადგან გვსმენია მისი დიდების ამბავი და ყველაფერი, რაც ეგვიპტეში მოიმოქმედა,
9:10ყველაფერი, რაც უყო ორ ამორეველ მეფეს, იორდანეს გაღმა რომ არიან, სიხონს, ხეშბონის მეფეს, და ყოგს, ბაშანის მეფეს, ყაშთაროთელს.
9:11გვითხრეს ჩვენმა უხუცესებმა და ჩვენი ქვეყნის მკვიდრებმა: აიღეთ საგზალი, წადით და შეხვდით მათ, უთხარით, თქვენი მორჩილნი ვართ და ახლა გვინდა, რომ აღთქმა დაგვიდოთ-თქო.
9:12ჯერ კიდევ თბილი იყო ეს ჩვენი პური, როცა სახლიდან საგზლად წამოვიღეთ და თქვენკენ წამოვედით. ახლა, ხომ ხედავთ, გამხმარია და დაობებული.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 9:10
- მეორე სთვლისაება 2:30მაგრამ არ გაგვატარა სიხონმა, ხეშბონის მეფემ, რადგან გაუსასტიკა სული უფალმა, შენმა ღმერთმა, და გული გაუქვავა, რომ თქვენს ხელში ჩაეგდო იგი, როგორც დღეს ხედავ.
- მეორე სთვლისაება 3:7მთელი საქონელი და ნადავლი წამოვასხით ქალაქებიდან.
- რიცხვთა 21:24მოსრა იგი ისრაელმა მახვილით და დაეპატრონა მის ქვეყანას არნონიდან იაბოკამდე, ყამონელთა ქვეყანამდე, რადგან გამაგრებული იყო ყამონელთა საზღვარი.
- რიცხვთა 21:35მუსრი გაავლეს მას, მის ვაჟებს და მთელ მის ქალაქს, ისე რომ არავინ გადარჩენილა, და დაისაკუთრეს მისი ქვეყანა.
- იესო ნავეს ძე 12:4ყოგის ქვეყანა, ბაშანის მეფისა, უკანასკნელი რეფაიმის, რომელიც ცხოვრობდა აშთაროთსა და ედრეიში,
- მეორე სთვლისაება 1:4ხეშბონში მჯდარი სიხონ ამორეველთა მეფის და აშთაროთში, ედრეიში, მჯდარი ბაშანის მეფის, ყოგის, მოკვლის შემდეგ.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 9
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში