
ეზექიელი 21:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენ კი, ადამის ძევ, იკვნესე წელმოტეხილმა და გამწარებულმა, იკვნესე მათ თვალწინ!
ეზექიელი 21:6 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 21:6 კონტექსტში
21:4რადგან უნდა მოვკვეთო შენგან მართალი და ბოროტეული, ამიტომაც ამოიწვდება ჩემი მახვილი ქარქაშიდან ყოველი ხორციელის წინააღმდეგ სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე.
21:5მიხვდება ყოველი ხორციელი, რომ მე, უფალმა, ამოვიწვადე ჩემი მახვილი ქარქაშიდან და აღარ ჩაეგება.
21:6შენ კი, ადამის ძევ, იკვნესე წელმოტეხილმა და გამწარებულმა, იკვნესე მათ თვალწინ!
21:7თუ გეტყვიან, რაზე კვნესიო, უთხარი, ავ ამბავზე, რომელიც მოდის-თქო, და დადნება ყოველი გული, დაუძლურდება ყოველი ხელი, შეღონდება ყოველი სული, წყლად წავა ყოველი მუხლი. აჰა, მოვიდა და ახდა, ამბობს უფალი ღმერთი.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 21:6
- ესაია 22:4ამიტომ ვთქვი: დამეხსენით, ტირილით გავმწარდები! არ მანუგეშოთ ჩემი ერის ასულის დაღუპვის გამო.
- ეზექიელი 6:11ასე ამბობს უფალი ღმერთი: ხელი ხელს შემოჰკარი და ფეხი ურტყი მიწას, თქვი: ვაგლახ! ისრაელის სახლის უკეთურ სიბილწეთა გამო მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით დაეცემიან!
- ნაუმი 2:10გატიალდა, გაოხრდა, გაპარტახდა! დადნა გული და კანკალებს მუხლები, მოწყდათ წელი, ფერი წაუვიდათ.
- იერემია 19:10გატეხე დოქი იმ ხალხის თვალწინ, თან რომ წამოგყვნენ.
- ესაია 16:11ამიტომაც ქნარივით თრთის ჩემი შიგნეული მოაბზე და ჩემი გული - კირ-ხარესზე.
- ეზექიელი 9:4უთხრა მას უფალმა: ჩაიარე ქალაქში, იერუსალიმში, და ნიშანი დაადე შუბლზე იმ ხალხს, რომელიც კვნესის და მოთქვამს იქ ჩადენილ სისაძაგლეთა გამო.
- იერემია 4:19ვაი, ჩემი შიგნეული, შიგნეული! მტივა გულის ფიცარი! მიკვნესის გული! ვერ დავდუმდები, რადგან ბუკის ხმა გესმის, სულო ჩემო, საბრძოლო ყიჟინა.
- ეზექიელი 21:12იყვირე და ივალალე, ადამის ძევ! რადგან ის მოღერებულია ჩემს ხალხზე, ისრაელის ყველა მთავარზე; მახვილს არიან მიცემულნი ჩემს ხალხთან ერთად. ამიტომ ირტყი თეძოებზე.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 21
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში