
ეზექიელი 22:28 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მისი წინასწარმეტყველნი ეპირფერებიან მათ, ფუჭად მხილველნი და ცრუმისანნი, ეუბნებიან: ასე ამბობსო უფალი ღმერთი, უფალს კი არ უთქვამს.
ეზექიელი 22:28 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 22:28 კონტექსტში
22:26მისი მღვდლები აუკუღმართებენ ჩემს რჯულს და ბღალავენ ჩემს სიწმიდეებს; წმიდას ნალახისგან არ განარჩევენ, უწმიდურს გაწმედილისგან არ ასხვავებენ; უგულებელყვეს ჩემი შაბათები და მე შევილახე მათ გარემოში.
22:27მათი მთავრები მგლებივით გლეჯენ ნადავლს, სისხლს ღვრიან, სიცოცხლეს უსწრაფებენ ანგარებისთვის.
22:28მისი წინასწარმეტყველნი ეპირფერებიან მათ, ფუჭად მხილველნი და ცრუმისანნი, ეუბნებიან: ასე ამბობსო უფალი ღმერთი, უფალს კი არ უთქვამს.
22:29მდაბიორნი ძალადობენ და მტაცებლობენ, ღარიბ-ღატაკს ჩაგრავენ, ხიზანს უსამართლოდ ავიწროებენ.
22:30ვეძებდი კაცს, ზღუდის მშენებელს, რომ დამდგარიყო ნანგრევთან ჩემ წინაშე და ეხსნა ქვეყანა დაღუპვისგან, მაგრამ ვერ მოვნახე.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 22:28
- ეზექიელი 13:6მათი ხილვები ფუჭია და მათი მისნობა სიცრუე; კი ამბობენ, უფალმა თქვაო, მაგრამ უფალს არ მოუვლენია ისინი; ირწმუნებიან, ახდებაო ჩვენი სიტყვა.
- ეზექიელი 13:7განა ფუჭ ხილვებს არ ხედავთ და ცრუ მისნობას არ წარმოთქვამთ, რომ ამბობთ, უფლის ნათქვამიაო, მე კი არაფერი მითქვამს?
- ეზექიელი 13:10სწორედ იმის გამო, რომ აცდუნებენ ჩემს ერს, რომ ეუბნებიან, მშვიდობააო და არ არის მშვიდობა; ჩემი ხალხი კედელს აშენებს და, აჰა, ესენი კირით ლესავენ.
- ეზექიელი 13:16აღარც ისრაელის წინასწარმეტყველნი იერუსალიმზე რომ წინასწარმეტყველებდნენ და აღარც მისთვის მშვიდობისმხილველნი, როცა არ არის მშვიდობა, ამბობს უფალი ღმერთი.
- იერემია 23:25გავიგონე, რაც თქვეს წინასწარმეტყველებმა, სიცრუეს რომ ქადაგებენ ჩემი სახელით: მესიზმრა, მესიზმრაო!
- იერემია 23:32აჰა, თავს ვესხმი წინასწარმეტყველებს, ცრუ სიზმრებს რომ ხედავენ, ამბობს უფალი. ყვებიან მათ და აცდუნებენ ჩემს ერს თავიანთი ტყუილებით და ტრაბახით. მე კი არ გამომიგზავნია ისინი, არც არაფერი მიბრძანებია მათთვის, არც არაფერში არგიან ამ ხალხს, ამბობს უფალი.
- იერემია 23:21მე არ გამომიგზავნია წინასწარმეტყველნი, თავად გამოიქცნენ; არაფერი მითქვამს მათთვის, თავისით წინასწარმეტყველებენ.
- იერემია 28:15უთხრა იერემია წინასწარმეტყველმა ხანანია წინასწარმეტყველს: მისმინე, ხანანია. უფალს არ მოუვლენიხარ და ტყუილად აიმედებ ამ ხალხს.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 22
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში