გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ეზექიელი 13:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ეზექიელი 13:16

აღარც ისრაელის წინასწარმეტყველნი იერუსალიმზე რომ წინასწარმეტყველებდნენ და აღარც მისთვის მშვიდობისმხილველნი, როცა არ არის მშვიდობა, ამბობს უფალი ღმერთი.

ეზექიელი 13:16 · საქართველოს საპატრიარქო

ეზექიელი 13:16 კონტექსტში

13:14დავანგრევ კედელს, თქვენ რომ შელესეთ, მიწასთან გავასწორებ და გაშიშვლდება მისი საძირკველი; დაეცემა და თქვენც მის ნანგრევებში დაიღუპებით. და მიხვდებით, რომ უფალი ვარ.

13:15კედელზე გადმოვანთხევ ჩემს რისხვას და მის მლესავებზე, გეტყვით თქვენ: აღარ არის კედელი და არც მისი შემლესავი;

13:16აღარც ისრაელის წინასწარმეტყველნი იერუსალიმზე რომ წინასწარმეტყველებდნენ და აღარც მისთვის მშვიდობისმხილველნი, როცა არ არის მშვიდობა, ამბობს უფალი ღმერთი.

13:17შენ კი, ადამის ძევ, სახე მიაბრუნე შენი ერის ასულებისკენ, საკუთარი გულით რომ წინასწარმეტყველებენ, და იწინასწარმეტყველე მათზე.

13:18უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ვაი იმ დედაკაცებს, ბალიშებს მკლავის მთელ სიგრძეზე რომ კერავენ და თავის დასაბურავს ყველა ზომაზე რომ აკეთებენ სულების მოსანადირებლად! ჩემი ერის სულებს მოინადირებთ, თქვენს სულებს კი გადაირჩენთ?

პარალელური ადგილები: ეზექიელი 13:16

განაგრძე კითხვა: ეზექიელი 13

სრულად წაიკითხე: ეზექიელი 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში