
ეზექიელი 22:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ცილისმწამებელნი არიან თქვენში, რომ სისხლი ღვარონ, ნამსხვერპლავს ჭამენ მთებზე თქვენში და გარყვნილებას ეწევიან თქვენ შორის.
ეზექიელი 22:9 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 22:9 კონტექსტში
22:7მამას და დედას ამცირებენ თქვენში, ხიზანს უპატიოდ ექცევიან თქვენ შორის, ქვრივ-ობლებს ჩაგრავენ თქვენში.
22:8ჩემი სიწმიდენი მოძულებული გაქვს და ჩემი შაბათები შელახული.
22:9ცილისმწამებელნი არიან თქვენში, რომ სისხლი ღვარონ, ნამსხვერპლავს ჭამენ მთებზე თქვენში და გარყვნილებას ეწევიან თქვენ შორის.
22:10მამის სიშიშვლეს ააშკარავებენ თქვენში, მირეულ ქალთან ძალადობენ თქვენში;
22:11ზოგი თავის მოყვასის ცოლთან სისაძაგლეს სჩადის და ზოგი თავის რძალს აუპატიურებს გარყვნილებით, ზოგიც თავის დასთან, თავისი მამის ასულთან, ძალადობს თქვენში.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 22:9
- ოსეა 4:14როგორ არ მოვკითხო შენს ასულებს, როცა ბოზობენ, და შენს რძლებს, როცა მრუშობენ, რადგან მამაკაცები ბოზ ქალებთან დაეთრევიან და როსკიპებთან ერთად სწირავენ მსხვერპლს; უმეცარი ხალხი კი იღუპება.
- ოსეა 4:2წყევლა და ტყუილი, კაცისკვლა, ქურდობა და მრუშობა გავრცელდა; სისხლის ღვრას სისხლის ღვრა მოსდევს.
- ლევიანი 19:16ცილისწამებას ნუ დაიწყებ შენს ხალხში, ნუ აღდგები შენი თვისტომის სისხლის დასაღვრელად. მე ვარ უფალი!
- ოსეა 4:10შეჭამენ და ვერ გაიგებენ გაძღომას, იბოზებენ და ვერ გამრავლდებიან, რადგან დაივიწყეს უფლის სამსახური.
- ეზექიელი 16:43რაკი აღარ გაიხსენე შენი სიყმაწვილის დღეები და განმარისხე ყველა ამეებით, ძეც, აჰა, შენს თავზე მოვაქცევ შენს საქმეებს, ამბობს უფალი ღმერთი, და აღარ ჩაიდენ ამ გარყვნილებას ყველა შენს სისაძაგლესთან ერთად.
- ეზექიელი 18:6არ ჭამს მთებზე შეწირულს და ისრაელის კერპებს თვალს არ აპყრობს, მოყვასის ცოლს არ უპატიოჰყოფს და თავის მირეულ ცოლს არ ეკარება;
- ეზექიელი 18:11არა საქმეში არ ბაძავდეს თავის მამას: ჭამდეს მთებზე შეწირულს, უპატიოჰყოფდეს თავისი მოყვასის ცოლს,
- მოციქულთა საქმენი 24:5რაკი ეს კაცი მავნებლად, მთელ მსოფლიოში მცხოვრებ იუდეველთა შორის შფოთის აღმძვრელად და ნაზორეველთა მწვალებლობის წინამძღვრად ვცანით,
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 22
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში