
ლევიანი 19:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ცილისწამებას ნუ დაიწყებ შენს ხალხში, ნუ აღდგები შენი თვისტომის სისხლის დასაღვრელად. მე ვარ უფალი!
ლევიანი 19:16 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 19:16 კონტექსტში
19:14ნუ გაქურდავ ყრუს და ნუ დაუდებ ბრმას წინ საბრკომს. გეშინოდეს შენი ღვთისა. მე ვარ უფალი!
19:15უსამართლობას ნუ ჩაიდენ სასამართლოში, ზედმეტად ნუ მოუფონებ საწყალს და ზედმეტ პატივს ნუ მიაგებ დედაკაცს. სიმართლით განიკითხე შენი ახლობელი.
19:16ცილისწამებას ნუ დაიწყებ შენს ხალხში, ნუ აღდგები შენი თვისტომის სისხლის დასაღვრელად. მე ვარ უფალი!
19:17მტრობა ნუ გექნება გულში შენი მოძმისადმი; ამხილე შენი ახლობელი და ცოდვა არ იქნება შენზე.
19:18ნუ იქნები შურისმაძიებელი და ბოღმას ნუ ჩაიდებ შენი თვისტომის მიმართ; გიყვარდეს შენი ახლობელი, როგორც თავი შენი. მე ვარ უფალი!
პარალელური ადგილები: ლევიანი 19:16
- გამოსვლა 23:1ცრუ ხმები არ დაყარო, ბოროტმოქმედს არ დაუჭირო მხარი ცრუ მოწმობით.
- გამოსვლა 23:7ერიდე სიცრუეს; უდანაშაულოს და მართალ კაცს ნუ მოკლავ, რადგან ბოროტმოქმედს არ გავამართლებ.
- იგავესნი 20:19ჭორიკანა კაცი საიდუმლოს გამტეხია, პირმორღვეულს ახლოს ნუ გაეკარები.
- ეზექიელი 22:9ცილისმწამებელნი არიან თქვენში, რომ სისხლი ღვარონ, ნამსხვერპლავს ჭამენ მთებზე თქვენში და გარყვნილებას ეწევიან თქვენ შორის.
- იერემია 9:4უფრთხილდით ერთმანეთს, ძმასაც ნუ ენდობით, რადგან ფეხს უდებენ ერთმანეთს ძმები და ცილს სწამებენ ერთმანეთს მეგობრები.
- იგავესნი 11:13ამბისტანია ამჟღავნებს საიდუმლოს, ერთგული სული კი ინახავს სიტყვას.
- იერემია 6:28ყველანი ჯანყისთავები არიან, ამბის მიმტანნი, სპილენძი და რკინა, ყველანი წარმწყმედელნი არიან.
- მოციქულთა საქმენი 6:11მაშინ წააქეზეს რამდენიმე კაცი და ათქმევინეს: ჩვენ გვსმენია, როგორ გმობდა მოსეს და ღმერთსო.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 19
სრულად წაიკითხე: ლევიანი 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში