გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ეზექიელი 23:28 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ეზექიელი 23:28

რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მიგცემ მათ ხელში, ვინც შეიძულე, მათ ხელში, ვისზეც გული აიყარე.

ეზექიელი 23:28 · საქართველოს საპატრიარქო

ეზექიელი 23:28 კონტექსტში

23:26შემოგძარცვავენ შესამოსელს და სამკაულებს აგართმევენ.

23:27ბოლოს მოვუღებ შენს გარყვნილებას და ეგვიპტის ქვეყნიდან მოყოლილ ბოზობას; აღარ გაიხედავ მათკენ და ეგვიპტელებს აღარ გაიხსენებ.

23:28რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მიგცემ მათ ხელში, ვინც შეიძულე, მათ ხელში, ვისზეც გული აიყარე.

23:29სიძულვილით მოგეცქევიან და წაგართმევენ მთელ შენს მონაგარს; შიშველ-ტიტველს დაგტოვებენ და გამოჩნდება შენი უხამსობის სირცხვილი, შენი გარყვნილება და შენი ბოზობა.

23:30ეს დაგემართება შენი ბოზობის გამო ხალხების წამხედურობით, თავს რომ იუწმიდურებდი მათი კერპებით.

პარალელური ადგილები: ეზექიელი 23:28

განაგრძე კითხვა: ეზექიელი 23

სრულად წაიკითხე: ეზექიელი 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში