
იერემია 34:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჩავაგდებ მათ მათი მტრებისა და მათი მესისხლეების ხელში და მათი გვამები ცის ფრინველთა და მიწის მხეცთა საჯიჯგნი გახდება.
იერემია 34:20 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 34:20 კონტექსტში
34:18ჩავაგდებ ჩემი აღთქმის დამრღვევებს, ვინც არ შეასრულა აღთქმის სიტყვები, ჩემ წინაშე რომ დადეს, როცა ორად გახლიჩეს ხბო და მის ნაწილებს შორის გაიარეს,
34:19იუდას მთავრებს და იერუსალიმის მთავრებს, კარისკაცებს და მღვდელებს, ქვეყნის მთელ ხალხს, რომლებმაც გაიარეს ხბოს ნაწილებს შთრის,
34:20ჩავაგდებ მათ მათი მტრებისა და მათი მესისხლეების ხელში და მათი გვამები ცის ფრინველთა და მიწის მხეცთა საჯიჯგნი გახდება.
34:21ხოლო ციდკიას, იუდას მეფეს, და მის მთავრებს ჩავაგდებ მათი მტრებისა და მესისხლეების ხელში, ბაბილონის მეფის ლაშქრის ხელში, რომელმაც ახლა დაგანებათ თავი და მოხსნა ალყა.
34:22ასე ვბრძანებ, ამბობს უფალი, და მოვაბრუნებ მათ ამ ქალაქისკენ, შეუტევენ და აიღებენ მას და ცეცხლში დასწვავენ. უდაბნოდ ვაქცევ იუდას ქალაქებს და გავაუკაცურებ.
პარალელური ადგილები: იერემია 34:20
- იერემია 7:33ამ ხალხის გვამები ცის ფრინველთა და ველის მხეცთა საჯიჯგნი გახდება, და არავინ იქნება მომგერიებელი.
- იერემია 16:4საზარელი სიკვდილით დაიხოცებიან, დაუტირებელნი და დაუმარხავნი ნეხვივით ეყრებიან მიწაზე. მახვილითა და შიმშილით ამოწყდებიან და მათი გვამები ცის ფრინველთა და მიწის მხეცთა კერძი გახდება.
- იერემია 19:7ჩავშლი იუდას და იერუსალიმის თათბირს ამ ადგილას, დავცემ მათ მახვილით მტრების თვალწინ, მათი ხელით, ვინც მოსაკლავად დასდევს მათ. გადავუყრი მათ გვამებს შესაჭმელად ცის ფრინველებს და ველის მხეცებს.
- გამოცხადება 19:17და ვიხილე გზაზე მდგარი ერთი ანგელოზი, ხმამაღლა რომ შესძახა და უთხრა შუა ცაში მფრინავ ყველა ფრინველს: მოდით და ღვთის დიდ სერობაზე შემოკრბით,
- გამოცხადება 19:21დანარჩენები კი მოისრნენ ცხენზე მჯდომარის მახვილით, რომელიც გამოდიოდა მისი პირიდან, და ყველა ფრინველი მიაძღა მათ მძორს.
- იერემია 11:21ამიტომ ასე ამბობს უფალი ყანათოთის ხალხზე, მოკვლას რომ გიპირებს და გეუბნება: ნუ ქადაგობ უფლის სახელით, თორემ ჩვენი ხელით მოკვდებიო.
- იერემია 22:25და მიგცემდი ხელში შენს მესისხლეს და შენს შემაშინებლებს - ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს და ქალდეველებს.
- მეფეთა ა 17:44უთხრა ფილისტიმელმა დავითს: ახლოს მოდექი, რომ ცის ფრინველებს და ველის მხეცებს გადავუგდო შენი გვამი.
განაგრძე კითხვა: იერემია 34
სრულად წაიკითხე: იერემია 34 · გახსენი ბიბლიის მკითხველში