
ეზექიელი 23:48 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ბოლოს მოვუღებ გარყვნილებას ამ ქვეყანაზე, გაფრთხილდება ყოველი ქალი და აღარ წაგბაძავენ გარყვნილებაში.
ეზექიელი 23:48 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 23:48 კონტექსტში
23:46რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ბრბო მიუსიე მათ და მიეცი დასაფრთხობად და გასაძარცვად.
23:47ქვით ჩაქოლოს ისინი ბრბომ და აკუწოს თავისი მახვილებით, ამოხოცოს მათი ვაჟები და ასულები და მათი სახლები ცეცხლში გადაბუგოს.
23:48ბოლოს მოვუღებ გარყვნილებას ამ ქვეყანაზე, გაფრთხილდება ყოველი ქალი და აღარ წაგბაძავენ გარყვნილებაში.
23:49თქვენზე მოაქცევენ თქვენს გარყვნილებას და იტვირთავთ სასჯელს თქვენი კერპების გამო; მაშინ მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი ღმერთი.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 23:48
- პეტრეს ეპისტოლე ბ 2:6თუ გასწირა სოდომისა და გომორის ქალაქები, ფერფლად აქცია და მომავალ უღმერთოთა ნიმუშად დადო ისინი,
- ეზექიელი 23:27ბოლოს მოვუღებ შენს გარყვნილებას და ეგვიპტის ქვეყნიდან მოყოლილ ბოზობას; აღარ გაიხედავ მათკენ და ეგვიპტელებს აღარ გაიხსენებ.
- ეზექიელი 16:41ცეცხლში დაგიწვავენ სახლებს და გაგასამართლებენ ბევრი დიაცის თვალწინ; შეგაწყვეტინებ ბოზობას და აღარ მოჰყვები საჩუქრების დარიგებას.
- ეზექიელი 6:6ყველა თქვენს საცხოვრებლებში აოხრებული ინება ქალაქები და გაუდაბურდება საკერპოები, რადგან უნდა მოოხრდნენ და გაუდაბურდნენ თქვენი სამსხვერპლოები, შეიმუსრონ და მოისპონ თქვენი კერპები, დაემხოს თქვენი ბზის სვეტები და აღიგავოს თქვენი ნამოქმედარნი.
- ეზექიელი 5:15იქნები შესარცხვენად და საკიცხველად, საარაკოდ და შესაზარად ხალხებისთვის, შენს გარშემო რომ არიან, როცა აღვასრულებ შენზე მსჯავრს რისხვით, წყრომით და სასტიკი სასჯელებით. მე, უფალი, ვლაპარაკობ ამას.
- ეზექიელი 22:15გაგფანტავ ხალხთა შორის და გაგაბნევ ქვეყნებში, რომ უწმიდურება წაგიშალო.
- სოფონია 1:3ავხვეტავ კაცსა და პირუტყვს, გავხვეტავ ცის ფრინველს და ზღვის თევზებს, ცდუნებებს ბოროტეულებთან ერთად. მოვკვეთ კაცთა მოდგმას მიწის პირიდან, ამბობს უფალი.
- ეზექიელი 36:25გასხურებთ განმწმედელ წყალს და გაგწმედთ ყოველი უწმიდურებისგან და ყოველი თქვენი კერპისგან გაგწმედთ თქვენ.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 23
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში