გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ეზექიელი 5:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ეზექიელი 5:15

იქნები შესარცხვენად და საკიცხველად, საარაკოდ და შესაზარად ხალხებისთვის, შენს გარშემო რომ არიან, როცა აღვასრულებ შენზე მსჯავრს რისხვით, წყრომით და სასტიკი სასჯელებით. მე, უფალი, ვლაპარაკობ ამას.

ეზექიელი 5:15 · საქართველოს საპატრიარქო

ეზექიელი 5:15 კონტექსტში

5:13ამოიწურება ჩემი რისხვა და დაცხრება ჩემი წყრომა მათდამი, და დავმშვიდდები; მაშინ მიხვდებიან, რომ მე, უფალი ვლაპარაკობდი შურით, როცა ამოვწურავ ჩემს წყრომას მათდამი.

5:14მიგცემ გასაოხრებლად და შესარცხვენად ხალხებში, შენს გარშემო რომ არიან, და ყოველი გამვლელის თვალში.

5:15იქნები შესარცხვენად და საკიცხველად, საარაკოდ და შესაზარად ხალხებისთვის, შენს გარშემო რომ არიან, როცა აღვასრულებ შენზე მსჯავრს რისხვით, წყრომით და სასტიკი სასჯელებით. მე, უფალი, ვლაპარაკობ ამას.

5:16როცა მოვავლენ თქვენზე შიმშილის ბოროტ ისრებს, რომლებიც დამღუპველი იქნება, რადგან თქვენს დასაღუპად მოვავლენ მათ, გავასასტიკებ თქვენზე შიმშილს და პურის კვერთხს გადაგიმტვრევთ.

5:17მოგივლენთ შიმშილს და სასტიკ მხეცებს და შვილმკვდარნი იქნებით; ჭირი და სისხლი ჩაივლის შენში და მახვილს მოვიღებ შენზე. მე, უფალი, ვლაპარაკობ ამას.

პარალელური ადგილები: ეზექიელი 5:15

განაგრძე კითხვა: ეზექიელი 5

სრულად წაიკითხე: ეზექიელი 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში