
ეზექიელი 24:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გამოუთქვი ურჩ სახლს იგავი და უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: შემოდგი ქვაბი, შემოდგი და წყალიც ჩაასხი შიგ.
ეზექიელი 24:3 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 24:3 კონტექსტში
24:1იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ მეათე წელს, მეათე თვის ათში ნათქვამი:
24:2ადამის ძევ! ჩაიწერე დღის სახელი, ამ დღისა; ბაბილონის მეფე სწორედ ამ დღეს მოადგა იერუსალიმს.
24:3გამოუთქვი ურჩ სახლს იგავი და უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: შემოდგი ქვაბი, შემოდგი და წყალიც ჩაასხი შიგ.
24:4ჩაყარე შიგ ნაჭრები, საუკეთესო ნაჭრები - ბარკალი და ბეჭი, ნარჩევი ძვლებით აავსე.
24:5გამოარჩიე საუკეთესო ცხვარი, შეუკეთე შეშა ქვაბს და ადუღე, რომ ძვლებიც კი მოიხარშოს.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 24:3
- ეზექიელი 20:49ვთქვი: ეჰა, უფალო ღმერთო! ჩემზე ამბობენ, იგავების მთხზველი არ არისო?
- ეზექიელი 11:3ამბობენ: არ დამდგარა დრო სახლების შენებისა; ქვაბია ეს ქალაქი, ჩვენ კი ხორცი ვართო.
- ეზექიელი 17:2ადამის ძევ! მიეცი გამოცანა და შეუთხზე იგავი ისრაელის სახლს:
- ეზექიელი 2:6შენ კი, ადამის ძევ, ნუ გეშინია მათი და მათი სიტყვები ნუ შეგაშინებს, თუმცა ეკლად და ძეძვად გექცევიან და მორიელებზე იჯდები; მათი სიტყვები ნუ შეგაშინებს და მათი სახე ნუ დაგაფრთხობს; რადგან ურჩი მოდგმაა.
- ესაია 1:2ისმინე, ცაო, ყური მიგდე, მიწავ! რადგან უფალი ლაპარაკობს. შვილები აღვზარდე და აღვაზევე, ისინი კი განმიდგნენ.
- ეზექიელი 2:3მითხრა: ადამის ძევ! მიგავლინებ ისრაელიანებთან, მოჯანყე ხალხთან, რომლებიც მიჯანყდებიან მე; მცოდავენ ისინი და მათი მამა-პაპა დღევანდლამდე.
- ესაია 30:1ვაი ამბოხებულ შვილებს, ამბობს უფალი, რჩევას რომ მიჰყვებიან, მაგრამ არა ჩემსას! ზრახვას რომ იზრახავენ, მაგრამ არა ჩემის სულისას, რათა ცოდვა მიუსართონ ცოდვას.
- ეზექიელი 24:6ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ვაი სისხლიან ქალაქს, ქვაბს, რომლის ქაფი მასშივეა და ქაფი არ გადმოდის მისგან! ნაჭრები ნაჭრებზე გადმოყარე, რჩევას ნუ დაუწყებ.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 24
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში