
ეზექიელი 25:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აღმოსავლელთა შესასვლელად ყამონიანთა წინააღმდეგ და მივცემ მათ ქვეყანას სამკვიდროდ, რომ აღარ იხსენებოდნენ ყამონიანელნი ხალხებს შორის.
ეზექიელი 25:10 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 25:10 კონტექსტში
25:8ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი მოაბი და სეყირი ამბობენ: აჰა, ყველა ხალხივით არისო იუდას სახლი,
25:9ამიტომ, აჰა, გავხსნი მოაბის გვერდებს - ქალაქებს, მის სასაზღვრო ქალაქებს, ქვეყნის მშვენებას, ბეთიეშიმოთს, ბაყალ-მაყონს და კირიათაიმს,
25:10აღმოსავლელთა შესასვლელად ყამონიანთა წინააღმდეგ და მივცემ მათ ქვეყანას სამკვიდროდ, რომ აღარ იხსენებოდნენ ყამონიანელნი ხალხებს შორის.
25:11მსჯავრს დავდებ მოაბს და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.
25:12ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი ედომი შურისგებით ექცეოდა იუდას სახლს და მძიმედ დააშავა, შური რომ იძია,
პარალელური ადგილები: ეზექიელი 25:10
- ეზექიელი 21:32ცეცხლს მიეცემი შესაჭმელად, შენი სისხლი ქვეყნის შუაგულში იდგება და არავინ გაგიხსენებს, რადგან მე, უფალმა ვთქვი.
- ფსალმუნები 83:3შენი ხალხის საწინააღმდეგოდ მზაკვრობენ საიდუმლოდ და თათბირობენ შენს დაფარულებზე.
- ფსალმუნები 83:6ედომელთა ბანაკებმა და ისმაელიანებმა, მოაბმა და აგარის ნაშიერმა;
- ესაია 23:16აიღე ქნარი, მოიარე ქალაქი, დავიწყებულო მეძავო; დაუკარ ტკბილად, ბევრი იმღერე, რომ გაგიხსენონ!
- ეზექიელი 25:4ამიტომ, აჰა, აღმოსავლელებს მიგცემ სამკვიდროდ, დასცემენ ბანაკებს თქვენ შორის და მოაწყობენ საცხოვრებლებს თქვენ შორის; ისინი შეჭამენ თქვენს ნაყოფებს და ისინი შესვამენ თქვენს რძეს.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 25
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში