
ეზექიელი 25:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამიტომ, აჰა, გავხსნი მოაბის გვერდებს - ქალაქებს, მის სასაზღვრო ქალაქებს, ქვეყნის მშვენებას, ბეთიეშიმოთს, ბაყალ-მაყონს და კირიათაიმს,
ეზექიელი 25:9 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 25:9 კონტექსტში
25:7ამიტომ, აჰა, ხელს მოგიღერებ და საძარცვავად მიგცემ ხალხებს; ამოგძირკვავ ხალხებიდან და გადაგაშენებ ქვეყნებიდან, გაგანადგურებ და მიხვდები, რომ უფალი ვარ.
25:8ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი მოაბი და სეყირი ამბობენ: აჰა, ყველა ხალხივით არისო იუდას სახლი,
25:9ამიტომ, აჰა, გავხსნი მოაბის გვერდებს - ქალაქებს, მის სასაზღვრო ქალაქებს, ქვეყნის მშვენებას, ბეთიეშიმოთს, ბაყალ-მაყონს და კირიათაიმს,
25:10აღმოსავლელთა შესასვლელად ყამონიანთა წინააღმდეგ და მივცემ მათ ქვეყანას სამკვიდროდ, რომ აღარ იხსენებოდნენ ყამონიანელნი ხალხებს შორის.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 25:9
- იერემია 48:23კარიათაიმს, ბეთ-გამულს და ბეთ-მეყონს,
- იესო ნავეს ძე 13:17ხეშბონი და ვაკის ყველა ქალაქი - დიბონი, ბამოთ-ბაყალი და ბეთ-ბაყალ-მეყონი,
- რიცხვთა 32:37რეუბენიანებმა ააშენეს ხეშბონი, ელყალე, კირიათაიმი,
- რიცხვთა 32:38ნებო, ბაალ-მეყონი, რომელთაც სახელი შეეცვალათ, და სიბმა; დაარქვეს სახელები ქალაქებს, რომლებიც მათ ააშენეს.
- იესო ნავეს ძე 13:19კირიათაიმი, სიბმა და ცერეთ-ჰაშაჰარი ყემეკის მთაზე.
- იესო ნავეს ძე 13:20ბეთ-ფეყორი, ფისგას კალთები, ბეთ-იეშიმოთი,
- იერემია 48:1მოაბზე. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: ვაი ნებოს, გაძარცულია იგი! გაწბილებულია და აღებული კირიათაიმი! გაწბილებულია ციხე-სიმაგრე და დაქცეული.
- იესო ნავეს ძე 12:3დაბლობი ქინეროთის ზღვამდე აღმოსავლეთით და ყარაბას ზღვამდე ანუ მარილოვან ზღვამდე აღმოსავლეთით, ბეთ-იეშიმოთის გზის გაყოლებაზე სამხრეთით ფირგას კალთებამდე;
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 25
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში