გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ეზექიელი 25:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ეზექიელი 25:15

ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი შურისგებით იქცეოდნენ ფილისტიმელები და შურს იძიებდნენ სიძულვილით და მთელი სულით მათ დასაღუპავად საუკუნო მტრობის გამო.

ეზექიელი 25:15 · საქართველოს საპატრიარქო

ეზექიელი 25:15 კონტექსტში

25:13ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ხელს მოვუღერებ ედომს და გავუწყვეტ კაცსა და პირუტყვს, და უდაბნოდ ვაქცევ: თემანიდან დედანამდე მახვილით დაეცემიან.

25:14აღვასრულებ შურისგებას ედომზე ჩემი ერის, ისრაელის ხელით და მოექცევიან ედომს ჩემი რისხვისა და გულისწყრომისაებრ; მაშინ მიხვდებიან ჩემს შურისგებას, ამბობს უფალი ღმერთი.

25:15ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი შურისგებით იქცეოდნენ ფილისტიმელები და შურს იძიებდნენ სიძულვილით და მთელი სულით მათ დასაღუპავად საუკუნო მტრობის გამო.

25:16ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ხელს მოვუღერებ ფილისტიმელებს, ამოვძირკვავ კრეტელებს და მოვსპოვ მათ ნატამალს ზღვის ნაპირზე.

25:17აღვასრულებ მათზე დიდ შურისგებებს რისხვის სასჯელით და მიხვდებიან, როცა მე, უფალმა დავატეხე მათ ჩემი შურისგება.

პარალელური ადგილები: ეზექიელი 25:15

განაგრძე კითხვა: ეზექიელი 25

სრულად წაიკითხე: ეზექიელი 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში